პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაესტონეთი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე პასუხისმგებელი საქართველოს 19 მოქალაქე დაასანქცირა

ესტონეთი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე პასუხისმგებელი საქართველოს 19 მოქალაქე დაასანქცირა

ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების 19 წარმომადგენელი დაასანქცირა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ მარგუს ცაჰკნას კომენტარსაც ავრცელებს, სადაც ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ დასანქცირებული პირები პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე.

სანქცირებულთა შორის არიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია, გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე, მოსამართლეები: ჯვებე ნაჭყებია, ირაკლი შვანგირაძე, ნინო გალუსტაშვილი, ნინო სახელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, ირაკლი ქადაგიშვილი, ილია ინჯია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, სოზარ სუბარი, ალექსანდრე ტაბატაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი.

  საგზაო წესების დარღვევაზე ქვეითების პასუხისმგებლობა გამკაცრდა - რამდენი ლარით დაჯარიმდება ქვეითი, თუ ისეთ გზაზე გადავა, სადაც ზებრა გადასასვლელი არ არის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი