ესტონეთი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე პასუხისმგებელი საქართველოს 19 მოქალაქე დაასანქცირა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების 19 წარმომადგენელი დაასანქცირა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ მარგუს ცაჰკნას კომენტარსაც ავრცელებს, სადაც ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ დასანქცირებული პირები პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე.

სანქცირებულთა შორის არიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია, გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე, მოსამართლეები: ჯვებე ნაჭყებია, ირაკლი შვანგირაძე, ნინო გალუსტაშვილი, ნინო სახელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, ირაკლი ქადაგიშვილი, ილია ინჯია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, სოზარ სუბარი, ალექსანდრე ტაბატაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ესტონეთი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე პასუხისმგებელი საქართველოს 19 მოქალაქე დაასანქცირა. 18 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ესტონეთი-აცხადებს-რომ-მშ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi