ორშაბათი, აგვისტო 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაელექტრონულ პორტალ www.ekalata.gov.ge-ს პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა

ელექტრონულ პორტალ www.ekalata.gov.ge-ს პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალზე – www.ekalata.gov.ge მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა.

13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად, ვებგვერდზე ხელმისაწვდომი გახდა 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასებიც, რაც მომხმარებლებს ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის უფრო ფართო სპექტრზე ფასების შედარებისა და საუკეთესო შეთავაზებების მოძიების შესაძლებლობას აძლევს.

არასასურსათო პროდუქტების კატეგორია მოიცავს პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების 10 პროდუქტს, მათ შორის: კბილის პასტას, ხელის თხევად და მყარ საპონს, შამპუნს, ჭურჭლის სარეცხ სითხეს, სუფრის ხელსახოცს და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებს.

3 აგვისტოს, 12:00 საათის მდგომარეობით, პორტალზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 37.65 ლარს შეადგენს, ხოლო 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 38.16 ლარია.

ამ დროისთვის www.ekalata.gov.ge-ზე 13 უმსხვილესი სავაჭრო ქსელის 477 საუკეთესო შეთავაზებაა წარმოდგენილი.

www.ekalata.gov.ge საქართველოს მთავრობის ინიციატივისა და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული მოკლევადიანი სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმის მიზანია მომხმარებლისთვის საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა და FMCG სექტორში კონკურენტული გარემოს კიდევ უფრო გაძლიერება.

საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. გასული პერიოდის განმავლობაში საბაზისო სასურსათო პროდუქტების ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 15%-ით შემცირდა, ხოლო ვებგვერდით ათასობით მომხმარებელმა ისარგებლა.

პორტალზე ინფორმაცია სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე რეგულარულად ახლდება.

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

  ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა ლოცვა აღავლინა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.