ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიელენე ეპიტაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, მოდელი არაჩვეულებრივ ფორმაშია

ელენე ეპიტაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, მოდელი არაჩვეულებრივ ფორმაშია

გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის ოჯახური იდილია

ელენე ეპიტაშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც გიორგი მამარდაშვილმა ხელი სთხოვა. ხელის თხოვნის ცერემონია მოკრძალებული და სადა იყო, თუმცა წყვილმა მაინც შეძლო საზოგადოების ალაპარაკება.

ელენე ეპიტაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერეს სიახლეებს ყოველთვის უზიარებს. ამჯერადაც ახალ კადრებს აქვეყნებს.

ელენე

ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო- და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.

ელენე ეპიტაშვილი წლების მანძილზე თანამშრომლობდა სამოდელო სააგენტო IC Model Management-თან და მათ გვერდზე მშვენიერი მოდელის არაერთ კადრსაც შეხვდებით.

განსაკუთრებული იყო ელენეს გამოჩენა ქართველი მუსიკოსის, ნოდიკო ტატიშვილის კლიპში “სიყვარულის გემი”.

ელენე ეპიტაშვილს რომ გიორგი მამარდაშვილის წარმატებაშიც მიუძღვის წვლილი, ამაზე ფეხბურთელმაც არაერთხელ ისაუბრა: “შეყვარებული ვარ… ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს.

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი სულ ცოტა ხნის წინ, ნოემბრის თვეში პირველი შვილის მშობლები გახდნენ. გოგონას ენი დაარქვეს. მანამდე წყვილმა ულამაზესი სქესის გაგების ცერემონია, მოგვიანებით კი ქორწილი გადაიხადა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ვინტაჟური სტილი ინტერიერში – როგორ შევქმნათ ის
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი