პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ეკლესიის თანადგომა ქვეყნისთვის რთულ მომენტებში ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა“-ირაკლი კობახიძე

„ეკლესიის თანადგომა ქვეყნისთვის რთულ მომენტებში ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა“-ირაკლი კობახიძე

მადლობა მინდა გადავუხადო დედა ეკლესიას, რომელიც წლებისა და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკლესიის თანადგომა ქვეყნისთვის რთულ მომენტებში ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დედა ეკლესიას, მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, წლების და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ყოველ ჯერზე, მათ შორის რთულ მომენტებში ეს ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა. მადლობა ჩვენს დედა ეკლესიას და უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ამისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  რას უნდა ელოდო Robo Battle 2025-ზე — თბილისში ტექნოლოგიების ფესტივალი ტარდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი