ინტერნეტში მოძიებული რჩევით, მოღალატე ცოლმა ქმარს მდუღარე ზეთი გადაასხა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ინდოეთში მცხოვრებმა ერთმა ქალმა საყვარელი გაიჩინა და ქმრის მოშორება მდუღარე ზეთით სცადა. ამის შესახებ News9Live წერს.

ქალი სახელად საროჯი და მისი ქმარი მანიშ რათორი ოჯახური უთანხმოების გამო რამდენიმე თვის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. თვითმხილველების თქმით, საროჯს რომანი ჰქონდა რამსევაკთან, რომელმაც მას და მის ქმარს სახლი მიაქირავა.

ერთ ღამეს საროჯმა ზეთისა და წყლის ნარევი აადუღა და მძინარე ქმარს ზედ გადაასხა, რის შემდეგაც საძინებლის კარი ჩაუკეტა, რათა არ შეძლებოდა დახმარებისთვის ვინესთვის ეხმო. მეზობლებმა რათორის ყვირილი გაიგეს და სასწრაფო დახმარების სამსახურს დაურეკეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გამოძიებამ გაარკვია, რომ საროჯი კაცთმოძულე ვებსაიტებსა და ვიდეოებსაც სწავლობდა და, კერძოდ, აინტერესებდა, როგორ მოეშორებინა ქმარი. საროჯი დაკავებულია. პოლიცია კი მის საყვარელს რამსევაკს ეძებს, რადგან ეჭვობენ, რომ ის დანაშაულის თანამონაწილე იყო.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ინტერნეტში მოძიებული რჩევით, მოღალატე ცოლმა ქმარს მდუღარე ზეთი გადაასხა. 27 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ინტერნეტში-მოძიებული-რჩე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi