ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაეკა კვალიაშვილი - „ნამდვილი სიყვარული ჩემ ცხოვრებაშიც იყო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ…“

ეკა კვალიაშვილი – „ნამდვილი სიყვარული ჩემ ცხოვრებაშიც იყო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ…“

ეკა კვალიაშვილმა ჟურნალ „გზის“ კითხვას უპასუხა, რა ადგილი უკავია სიყვარულს ხელოვანის ცხოვრებაში.

„სიყვარული საოცარი ენერგიის და შთაგონების წყაროა, რომელიც ხელოვანს პროფესიულ განვითარებაში ხელს უნდა უწყობდეს. ხშირად სვამენ შეკითხვას, რამდენჯერ შეიძლება ეწვიოს ადამიანს ეს გრძნობაო. მე ვიტყოდი, რომ სიყვარული სხვაა, გატაცება – სულ სხვა. ნამდვილი სიყვარული ადამიანს ზრდის და ამაღლებს. მის ემოციურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება.

ასეთი სიყვარული ჩემს ცხოვრებაშიც იყო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ. თუ პირადზე ვსაუბრობთ, ასეა, თუმცა სიყვარული გაცილებით ფართო, ყოვლისმომცველი გრძნობაა – ეს ღვთაებრივი, ნათელი ენერგია სულ ჩემთანაა და მჯერა, მომავალშიც არ მიმატოვებს“, – განაცხადა კვალიაშვილმა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი