საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო.
რამაზ სვანაძის გუნდმა პოლონეთის ახალგაზრდული გუნდი 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა, მეორე ნახევარში ქართველი ფეხბურთელები გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მეორე ტურში 14 ივნისს, საფრანგეთს დაუპირისპირდება, რომელიც დღეს პორტუგალიას შეხვდა და მატჩი 0:0 დასრულდა. ასე რომ, პირველი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ევრო 2025 | საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში პოლონეთი დაამარცხა. 12 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ევრო-2025-საქართველოს-21-წლამდ/
