ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები – ხეხილის ბაღის მორწყვის 3 ძირითადი წესი არსებობს

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები

რწყვის ნორმებისა და ვადების დადგენა და­კავშირებულია ნიადაგის ტიპის, კლიმატური პი­რობებისა და ხეხილოვან მცენარეთა განვითა­რების თავისებურებებთან.
ხეხილის ბაღის მორწყვის 3 ძირითადი წესი არსებობს:
1. შტამბის გარშემო ჯამებში მიშვებით;

2. მო­ღ­ვარვა მთელ ფართობზე;

3. კვლებით რწყვა.
მცირე ზომის ფართობებზე და, მით უმეტეს სარწყავი წყლის უკმარისობის დროს, ყველაზე ხელსაყრელია ჯამებში მიშვება. ერთ ხეს საშუალოდ 100ლ წყალი სჭირდება.
გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: ხში­რად ფესვთა სისტემის განვითარების ზონა­ში არსებობს მლაშე წყალი. ასეთი ნიადაგის უხვმა და ხშირმა რწყვამ, შესაძლოა, მლაშე წყა­ლი ზედა ფენაში ამოიყვანოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სარწყავი წყალი გრუნტისას შეუერთდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

რწყვის საორიენტაციო ვადებია:
1. ადრე გაზაფხული, კვირტების გაშლამდე;
2. ყვავილობისა და გამონასკვის დამთავრებიდან 15-20 დღის შემდეგ;
3. ივნისში, ნაყოფის ზრდის უზრუნველსაყო­ფად; ნიადაგში ტენის სიმცირის შემთხვევაში მორწყვა ხელს უწყობს ნასკვების განვითარებასა და საყვავილე კვირტების ჩა­სახვას;
4. მოსავლის აღებამდე 15-30 დღით ადრე – საჭიროების შემთხვევაში;

5. მოსავლის აღების შემდეგ;
6. შემოდგომით, ფოთლების მასობრივი ცვენის შემდეგ.

გახსოვდეთ

ყოველი მორწყვის შემდეგ შეშრო­­ბის­თანავე ნიადაგი გააფხვიერეთ. სა­უკე­თესო საშუალებაა ნარგაობის ძირებში ახალ­გათიბული ბალახის ან ფოთლების სქელ ფენად დაყრა; ამას დამულჩვა ჰქვია. მიწა შესანიშნავად ინარჩუნებს ტენს და ნიადაგის დასკდომა გამორი­ცხულია.

ხეხილის ბაღის განოყიერება

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები – ხეხილის ბაღის მორწყვის 3 ძირითადი წესი არსებობს. 12 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ხეხილის-რწყვის-ვადები-ნო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi