ძაღლის მეპატრონეები ვალდებულნი იქნებიან თუ არა, საკუთარი ძაღლები აუცილებლად ალიკაპის გამოყენებით გაისეირნონ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, ძაღლის მეპატრონეები ვალდებულნი იქნებიან, საკუთარი ძაღლები აუცილებლად ალიკაპის გამოყენებით გაისეირნონ.

„ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული რეგულაციის თანახმად, რომელიც ძაღლის გასეირნების წესს ადგენს, ალიკაპის გამოყენება არ არის სავალდებულო მოთხოვნა, არამედ დადგენილია ალტერნატიული პირობები. კერძოდ, მეპატრონეს აქვს არჩევანის უფლება და შეუძლია, ძაღლი გაასეირნოს როგორც მხოლოდ ალიკაპის, ისე მხოლოდ საბელის გამოყენებით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული რეგულაცია ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე საქართველოში წლებია, მოქმედებს.

ბითაძის განმარტებით, ამ წესის დარღვევისათვის სანქციის სახით გათვალისწინებული იყო ჯარიმა 20 ლარის ოდენობით, 2023 წელს განხორციელებული ცვლილებებით კი ჯარიმა გაიზარდა 150 ლარამდე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღნიშნული ჯარიმა უცვლელი რჩება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ძაღლის მეპატრონეები ვალდებულნი იქნებიან თუ არა, საკუთარი ძაღლები აუცილებლად ალიკაპის გამოყენებით გაისეირნონ. 18 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ძაღლის-მეპატრონეები-ვალდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi