„არასდროს უცდია თავი დაემკვიდრებინა ძველბიჭობით, „პიარის“ კაცი არ იყო…“ – შიო III-ის ერისკაცობისა და ბერობის ამბები და ცნობილი ექვსეულის ფოტოს ისტორია: როგორ გადაარჩინა მომავალი პატრიარქის რჩევამ ირაკლი კაკაბაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

შიო III-ის ერისკაცობისა და ბერობის ამბები „სარკეს” მისმა ბავშვობისა და ახალგაზრდობის მეგობარმა, მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ, მოუთხრო. ინტერვიუ პატრიარქად არჩევამდე რამდენიმე კვირით ადრეა ჩაწერილი.

_ ირაკლი, მეუფე შიოს პატრიარქის მოსაყდრედ დასახელების დროს სოციალურ ქსელებში მისი ახალგაზრდობის ამსახველი ფოტოების გავრცელება მოჰყვა. ფოტოებზე მეუფე შიოსთან ერთად გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, გიორგი ჭიჭინაძე, თქვენ და გიო მგელაძე ხართ აღბეჭდილი. გვიამბეთ ამ ფოტოების ისტორია.

ვიოლონჩელისტი ბიჭის გზა პატრიარქობამდე - შიო III-ის ერისკაცობისა და ბერობის ამბები „სარკეში"

_ ეგ ფოტო ვერის ბაღში 1987-88 წლების მიჯნაზეა გადაღებული. მაშინ გაზეთ „თბილისში” გამოქვეყნდა ინტერვიუ ექვსეულთან, სადაც იყვნენ გიო მგელაძე, რომელიც არაფორმალური ლიდერი იყო ამ ექვსეულისა, მეუფე შიო, ლევანი, მარგველა და მამა გრიგოლ ჭიჭინაძე. თუ არ ვცდები, ეს ფოტო გადაღებულია 1987 წლის დეკემბერში და  გამოქვეყნდა უკვე მომდევნო წლის იანვრის დასაწყისში.  ირაკლი ბერიაშვილი, მაია გოგოლაძე და ხათუნა მაისაშვილი ამზადებდნენ ამ მასალებს მაშინ.

_ ამ დღიდან კიდევ რა მოგონებები შემოგრჩათ?

- Advertisement -
Ad imageAd image

_ ამ დროს დაწყებული გვქონდა უკვე ლიტერატურული სამზადისი _ ჟურნალის გამოშვება სხვადასხვა ფსევდონიმებით. ამ ჯგუფში იყვნენ სხვა ადამიანებიც, მაგალითად, გოგა თავაძე, დიმა მამულია, რეზიკო თაბუკაშვილი, ირაკლი ყაზახიშვილი, გიორგი მაისურაძე, ჭელა, შალვა ამირეჯიბი და სხვები, ანუ მარტო ექვსნი არ ვიყავით. უბრალოდ, იმ დღეს ჩვენ ექვსნი აღმოვჩნდით იქ და იმ ადგილას. უკვე იწყებოდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა და სიონის ეკლესიაში ხშირად დავდიოდით.

ნამდვილად ძალიან ამაღლებული განწყობა გვქონდა ყველას. სიონთან ახლოს იყო ყავახანა „ნარიყალა” და მერე იქვე ვსხდებოდით ხოლმე. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა რუსეთის კოლონიური სტატუსისგან, აგრეთვე მაგ დროის თანამედროვე ხელოვნება, ეს ყველას გვიტაცებდა, ცოტა ფილოსოფიაც და, რა თქმა უნდა, ლამაზ გოგოებზეც ვსაუბრობდით, ჩვენი დროის ლამაზ გოგოებზე, ცხადია.  ბევრი კარგი მოგონება გვაქვს მაგ დროიდან.

 _ პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრის ფოტოც ძალიან საინტერესოა. როდის და რა ვითარებაშია გადაღებული?

_ როგორც მახსოვს, ჩვენი ინტერვიუს გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში ქალბატონმა შორენა თეთრუაშვილმა შეგვატყობინა, რომ პატრიარქს სურდა ჩვენი ნახვა და ჩვენთან საუბარი. ძალიან კარგად დაგვხვდა უწმიდესი, როგორც იცოდა ხოლმე, თბილად და ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილება იყო მისი საუბრის მოსმენა. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა და თან ზედმიწევნით წყნარად გვესაუბრებოდა. ნამდვილად საოცარი გამოცდილება იყო ეს ჩვენთვის.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „არასდროს უცდია თავი დაემკვიდრებინა ძველბიჭობით, „პიარის“ კაცი არ იყო…“ – შიო III-ის ერისკაცობისა და ბერობის ამბები და ცნობილი ექვსეულის ფოტოს ისტორია: როგორ გადაარჩინა მომავალი პატრიარქის რჩევამ ირაკლი კაკაბაძე. 15 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/არასდროს-უცდია-თავი-დაე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi