ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულმა საბჭომ გამოაქვეყნა, ზუსტ შედეგებად ვერ ჩაითვლება. ასეთი განცხადება ევროკავშირის სახელით საგარეო საკითხთა უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა გაავრცელა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა ძალზე ნათლად მიუთითეს, რომ კენჭისყრის პროცედურა საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, ხოლო ვენესუელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნებიდან ოქმები დღემდე არ გამოაქვეყნა, რაც არჩევნებზე მადუროს გამარჯვებას დაადასტურებდა.
„საარჩევნო ოქმების ასლები, რომლებიც ოპოზიციამ გამოაქვეყნა და რომლებიც რამდენიმე დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ განიხილა, მიუთითებს იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა დიდი უპირატესობით ოპოზიციის წარმომადგენელმა ედმუნდო გონსალეს ურუტიამ გაიმარჯვა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მანამდე არჩევნებზე გონსალესის გამარჯვება აშშ-მა აღიარა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ვენესუელის მთავრობას, რომ დაიწყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესი, რაც ვენესუელის კანონმდებლობას და ვენესუელელი ხალხის სურვილს შეესაბამება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ევროკავშირმა მადურო ვენესუელის პრეზიდენტად არ აღიარა. 5 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ევროკავშირმა-მადურო-ვენე/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T15:42:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
