სამშაბათი, მაისი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაევერესტის მწვერვალზე ასვლის მსურველთათვის ნეპალის მთავრობამ რეგულაციები გაამკაცრა

ევერესტის მწვერვალზე ასვლის მსურველთათვის ნეპალის მთავრობამ რეგულაციები გაამკაცრა

ევერესტის მწვერვალზე ასვლის მსურველთათვის ნეპალის მთავრობამ რეგულაციები გაამკაცრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

ახალი კანონპროექტის მიხედვით, ევერესტზე ასვლის ლიცენზიას მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვისაც ნეპალში 7 000-მეტრიანი მწვერვალის დაძლევის გამოცდილება ერთხელ უკვე აქვს,
მიზეზად გადატვირთულობა და მაღალი სიკვდილიანობა სახელდება – 2023 წელს 12 ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაკარგულად მიიჩნევა,
ახალი წესით, მთამსვლელების მეგზურები ნეპალის მოქალაქეები უნდა იყვნენ,

ბრიტანული გამოცემის ცნობით, მცოცავებმა, რომლებსაც ევერესტზე ასვლა სურთ, თავდაპირველად იმის დამამტკიცებელი საბუთი უნდა წარმოადგინონ, რომ ისინი გამოცდილი მთამსვლელები არიან. რეგულაციების გამკაცრება ბოლო დროს ევერესტზე გაზრდილმა სიკვდილიანობამ გამოიწვია.

ნეპალის მთავრობის მეთვალყურეობით შექმნილი კომისიის მიერ რეკომენდაციებში წერია, რომ აპლიკანტი ნეპალის მინიმუმ 6 500 მ-ის სიმაღლის მწვერვალზე უნდა იყოს ასული. ამასთან, მათ უნდა წარმოადგინონ ფიზიკური აქტივობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და აიყვანონ გამოცდილი გიდი.

წელს ევერესტზე 11 ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა. 9 ადამიანი ევერესტზე ნეპალის მხრიდან დაიღუპა, ხოლო 2 – ტიბეტის. BBC-ის ცნობით, მათგან 4-ის დაღუპვის მიზეზი ხალხმრავლობა გახდა.

ამასთან, კომისიის განცხადებაში წერია, რომ ევერესტზე ასვლის მსურველებმა $35 000 უნდა გადაიხადონ, ხოლო სხვა მთაზე, რომელიც 8 000 მეტრზე მაღალია, $20 000.

ნეპალი მსოფლიოს 14 უმაღლესი მთიდან რვის სამშობლოა და უცხოელი კლდეზე მცოცავი შემოსავლის მთავარი წყაროა.

ნეპალის კომისია მთავრობის წევრების, ცოცვის ექსპერტებისა და ცოცვის საზოგადოების სააგენტოებისგან შედგება. ის მას შემდეგ შეიქმნა, რაც გამოცდილმა მცოცავებმა და გიდებმა მკაცრად გააკრიტიკეს სისტემა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, ვინც $11 000-ს გადაიხდიდა, ევერესტზე ასვლის უფლებას აძლევდა.

ნეპალში მდებარეობს მსოფლიოს 14 უმაღლესი მწვერვალიდან 8, მათ შორის ევერესტი.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება“-ილია ჭავჭავაძე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი