პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიევა ლონგორია საკუთარი სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლოებების შესახებ

ევა ლონგორია საკუთარი სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლოებების შესახებ

“49 წლის ასაკში იმაზე უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე 25 წლის ასაკში. ჩემთვის, ასაკი მხოლოდ ციფრებია. მაგრამ, მაინც ვღელავ…” – ევა ლონგორია

ევა ლონგორია მომდევნო წელს “სასოწარკვეთილი დიასახლისების” ვარსკვლავი 50 წლის გახდება. ამავდროულად, მსახიობი ისე გამოიყურება, თითქოს პოპულარული სერიალის გადაღებები გუშინ დასრულდა. ევა ლონგორიას ყოველი ახალი საჯარო გამოსვლა უამრავი ადამიანის აღფრთოვანებას იწვევს და გულშემატკივრები თბილ სიტყვებს არ იშურებენ.

თავად მსახიობი აღიარებს, რომ ახლა საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილია, ფიქრობს მომავალზე და უნდა, მოხდენილად დაბერდეს.

ევა ლონგორია

ევას პირველი შვილი, სანტიაგო, 42 წლის ასაკში შეეძინა. მსახიობის თქმით, ორსულობის დროს წონაში საგრძნობლად მოიმატა. სწორედ ამ პერიოდიდან მის ცხოვრებაში სპორტი აქტიურად შევიდა და შემდეგ უკვე ცხოვრების სტილად იქცა.

როგორც ევა აღნიშნავს, იქამდე ვარჯიშსა და ფიზიკურ აქტივობას ამხელა ყურადღებას არ უთმობდა. შვილის გაჩენის შემდეგ, მსახიობი რეგულარულად ვარჯიშობს და ამბობს, რომ სწორედ ფიზიკური აქტივობა მხნეობას უნარჩუნებს და ერთ-ერთი საიდუმლო, რომ 49 წლის ასაკში საოცრად გამოიყურება, ესაა.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
Tamar Pitskhelauri
  რჩევები რომელიც დაგეხმარებათ თუ დაბნეული ადამიანი ხართ
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი