გვიანი საუზმე და მისი სიკეთეები

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გვიანი საუზმისა და ადრეული სადილის შერწყმა წონის დაკლებას უწყობს ხელს, ამ დასკვნამდე მივიდა ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელთა ნაშრომის შესახებ პორტალი Science Dayli წერს.

გვიანი საუზმე ამასთან ადრეული სადილი კვლევისას სწავლულებმა გააანალიზეს, რა გავლენას ახდენს კვების რაციონსა და მეტაბოლურ პროცესებზე ორგანიზმში. ამასთან მათ შეისწავლეს ასეთ შემთხვევაში დიაბეტისა და გულის დაავადებათა განვითარების რისკები.

ექსპერიმენტში 29-დან 57 წლამდე ასაკის 16 მოხალისე მონაწილეობდა. ცხრა მათგანი ათი დღის განმავლობაში ჩვეულებრივზე ნახევარი საათით გვიან საუზმობდა, ხოლო სადილს საათნახევრით ადრე მიირთმევდა. დანარჩენი შვიდი კი მათთვის ჩვეული კვებითი რეჟიმით ცხოვრობდა. ამასთან, ექსპერიმენტის ყველა მონაწილე კვების ტრადიციულ რაციონს იღებდა და არ იცავდა მკაცრ დიეტას.

გვიანი საუზმე

გაირკვა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც კვების დრო შეცვალეს, საშუალოდ ორჯერ მეტი დაიკლეს წონაში, ვიდრე საკონტროლო ჯგუფმა. გარდა ამისა, როგორც თავად განაცხადეს, მადაც დაუქვეითდათ და კვებებს შორის სასუსნავის მიღების სურვილიც.

- Advertisement -
Ad imageAd image

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დოქტორ ჯონათან ჯონსტოუნის თქმით:

მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე კვლევა იყო, მან მაინც ძალიან ღირებული ინფორმაცია მოგვცა იმის თაობაზე, თუ რა სარგებელი მოაქვს კვების რეჟიმში შეტანილ მცირე ცვლილებას ადამიანის ორგანიზმისთვის.

მეცნიერმა განმარტა, რომ ექსპერიმენტით მიღებული შედეგები მასშტაბურ კვლევებში იქნება გამოყენებული.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გვიანი საუზმე და მისი სიკეთეები. 5 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გვიანი-საუზმე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi