პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაეგეოსის ზღვაში, 3-წუთიანი შუალედით, ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში, 3-წუთიანი შუალედით, ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში, 3-წუთიანი შუალედით, ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 4,2 მაგნიტუდას შეადგენდა, მეორე მიწისძვრის სიმძლავრე კი 5.0 მაგნიტუდა იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განმარტებით, მიწისძვრებს შორის შუალედი მხოლოდ 3 წუთი იყო – პირველი 10:46 საათზე მოხდა, მეორე კი 10:49 საათზე.

უწყების ცნობით, მიწისძვრების ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ცნობისთვის, ეგეოსის ზღვაში უწყვეტი სეისმური აქტიურობის გამო, საბერძნეთის 4 კუნძულზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, შეჩერებულია სასწავლო პროცესი. კუნძული სანტორინი, რომელიც სეისმურად აქტიურ ზონასთან ყველაზე ახლოს არის, მოსახლეობის უმეტესობამ უკვე დატოვა.

  „ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე...“ - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი