ეგეოსის ზღვაში, 3-წუთიანი შუალედით, ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 4,2 მაგნიტუდას შეადგენდა, მეორე მიწისძვრის სიმძლავრე კი 5.0 მაგნიტუდა იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განმარტებით, მიწისძვრებს შორის შუალედი მხოლოდ 3 წუთი იყო – პირველი 10:46 საათზე მოხდა, მეორე კი 10:49 საათზე.
უწყების ცნობით, მიწისძვრების ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ცნობისთვის, ეგეოსის ზღვაში უწყვეტი სეისმური აქტიურობის გამო, საბერძნეთის 4 კუნძულზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, შეჩერებულია სასწავლო პროცესი. კუნძული სანტორინი, რომელიც სეისმურად აქტიურ ზონასთან ყველაზე ახლოს არის, მოსახლეობის უმეტესობამ უკვე დატოვა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ეგეოსის ზღვაში, 3-წუთიანი შუალედით, ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 17 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ეგეოსის-ზღვაში-3-წუთიანი-შ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-22T05:00:22+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
