პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო "პოზიტივის" დღის ამბები 13 სექტემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 13 სექტემბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები -„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 სექტემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, ტოლაანთსოფელი, ალოტი და მიმდებარე სოფლებში;

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება  ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

****

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები თავიანთი საქმიანობის შედეგების გასაცნობად კახეთის რეგიონს ეწვივნენ.

ვიზიტისას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა და USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში ჯონ პენელმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირისა და USAID-ის პროექტების მდგრადობასა და გრძელვადიან შედეგებს, რომლებიც ხელს უწყობს კახეთის რეგიონის ეკონომიკურ ზრდას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.

****

იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ახალი თავმჯდომარე გახდება.

ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნატოს ამჟამინდელი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აღნიშნულ თანამდებობაზე გერმანელ დიპლომატ კრისტოფ ჰოისგენს ჩაანაცვლებს, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ბოლო ორი წლის განმავლობაში თავმჯდომარეობს.

****

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართება. პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მიღწეულ წარმატებებს ქართველ პარასპორტსმენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი მიულოცავენ.

პარალიმპიადიდან ქართველი პარასპორტსმენები 9 მედლით დაბრუნდნენ.

დახვედრის ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.

****

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თანამშრომლები, ვანო მეჭურჭლიშვილი და გიორგი დიდებაშვილი დაჯილდოვდნენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს, ვანო მეჭურჭლიშვილს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 23 წლიანი გამოცდილება აქვს.

****

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ქალაქ საფედის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაისროლეს.

თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტების უმეტესობა მოიგერიეს, ან ღია ტერიტორიებზე დაეცა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

****

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის მემორანდუმს შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხელმოწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიაში გაიმართა და მას ხელი ლევან დავითაშვილმა და კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ მოაწერეს.

****

მნიშვნელოვანესი პროექტი მიმდინარებს ბარისახო-როშკა-არხოტი-ამღა-ჭიმღას შიდასახელმწიფოებრივ გზაზე. 36 კმ-იანი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის გაჭრა- რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ხევსურეთის სოფლებთან მისასვლელი გზის გაყვანის სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გათვალისწინებულია გრუნტის საფარიანი გზის მოწყობა, მაგრამ გზა ფართოვდება ისე, რომ მასზე გადაადგილება არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უსაფრთხოც იყოს.

****

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში ექვს ბრიტანელ დიპლომატს აკრედიტაცია გაუუქმა.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ აქვთ დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატი კოორდინაციას უწევს პოლიტიკური და სამხედრო სიტუაციის ესკალაციას და დავალებული აქვს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის სტრატეგიული დამარცხების უზრუნველყოფა.

****

55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო და  მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.

****

14 და 15 სექტემბერს, ფოთში პირველად საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფოთის კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ფოკუსშია -ფოთი, როგორც კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი. პროექტი 3 ნაწილისგან შედგება: ადგილობრივი კულტურის საწარმოების მხარდაჭერა, ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამა და კონცეპტუალური საზღვაო ფესტივალი.

****

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ მოაწერეს.

ეს არის პირველი მემორანდუმი, რომელიც ახალდაარსებულმა მულტიფუნქციურმა ცენტრმა გააფორმა.

****

ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ [დინამო არენაზე] ოქტომბრის თამაშს, მაგრამ უფრო დეტალურად ამაზე პასუხი გვეცოდინება შემდეგ კვირას, – აღნიშნულის შესახებ „თბილისის დინამოს” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, დინამო არენასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს მომდევნო კვირისთვის ელოდებიან.

****

უკრაინულმა მხარემ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 49 სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, მათ შორის 23 ქალი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გათავისუფლდა მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ 15 დამცველი.

****

ქართულ ტანსაცმელზე მოთხოვნა გაიზარდა.

 

„მოთხოვნა ბაზარზე ახლა საკმაოდ არის გაზრდილი, ეს განპირობებულია იმით, რომ ბევრმა კვალიფიკაცია აიმაღლა და ძალიან კარგი ხარისხის ტანსაცმელს კერავენ. მოთხოვნა შიდა ბაზარზეც ძალიან გაზრდილია. “ – ამის შესახებ  „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით ბიძინაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოთხოვნასთან ერთად გაზრდილია საქართველოში არსებული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საწარმოების რაოდენობა.

****

ოქროს მსოფლიო საბჭოს (World Gold Council) მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა საკუთარი ოქროს რეზერვები დაახლოებით 262 ტონით გაზარდეს.

WGC-ის წინასწარი შეფასებით, ივლისში სავალუტო რეზერვებში ოქროს მოცულობა 37.1 ტონით გაიზარდა. ექსპერტთა განმარტებით კი, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია.

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა. ინფორმაციას eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი.

****

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.

****

ბათუმში ბინების საშუალო ფასი გაიზარდა – ამის შესახებ მონაცემებს „ქოლიერსი“ აქვეყნებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 9%-ით, , ბაზრის ზომა კი 16%-ით გაიზარდა და 62 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი