„ნელ-ნელა შეგვაჩვიე ამ საშინელებას… ძალიან მენანები, ძალიან” – ზურა ბერიკაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

ზურას ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:

ბერიკ ჩემო ერთგულო საყვარელო, ალბათ ახლაც გაგვიფრთხილდი და ნელ-ნელა შეგვაჩვიე ამ საშინელებას როგორ მიყვარხარ და სულ მეყვარები. მადლობა დიდი სითბოსთვის სიყვარულისთვის ძალიან მენანები, ძალიან

„კარგად, ზურიკო… მადლობა ყველაფრისთვის….“

- Advertisement -
Ad imageAd image

მადლობა ზურა ყველაფრისთვის, ჩემო ძალიან ერთგულო და ნიჭიერო. შეხვედრამდე მეგობარო…”

“უდიდესი არტისტი და უსაყვარლესი მეგობარი, საზოგადოების სული და გული, თეატრში ყველა ახალმოსულის გვერდში მდგომი, უმხიარულესი, უკეთილესი… როგორ გვაკლდი უკვე დიდი ხანი და როგორ დაგვაკლდები ჩვენო “კალია”

“ჩემო ერთგულო, კეთილო, ნიჭიერო, მხიარულო, გულიანო მეგობარო, ჩემო ძვირფასო, ბერიკ.  უცბად ყველაფერმა იცვალა ფერი, ძალიან მომენატრები მადლობა ყველაფრისათვის  შეხვედრამდე”,- წერენ მეგობრები.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ნელ-ნელა შეგვაჩვიე ამ საშინელებას… ძალიან მენანები, ძალიან” – ზურა ბერიკაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან. 13 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ნელ-ნელა-შეგვაჩვიე-ამ-სა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi