შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„დღეს რომ ამერიკიდან სამუშაო ვიზა მიიღოს ჯანღონით სავსე ქართველმა, ნეტავ როგორ მოიქცევა?...

„დღეს რომ ამერიკიდან სამუშაო ვიზა მიიღოს ჯანღონით სავსე ქართველმა, ნეტავ როგორ მოიქცევა? – ალბათ 90 პროცენტი ეცდება წასვლას“

„დღეს რომ ამერიკიდან სამუშაო ვიზა მიიღოს ჯანღონით სავსე ქართველმა, ნეტავ როგორ მოიქცევა? – ალბათ 90 პროცენტი ეცდება წასვლას, თუნდაც ბოლო ჯამში ვერ წავიდეს „მიზეზთა და მიზეზთა“ გამო.

ჩემდა გასახარად, ათეული წლების შემდგომ სამსახურიდან გამომდინარე (ამჟამად ერთად ვმსახურობთ სასაზღვრო პოლიციაში) შევხვდი ჩემი სტუდენტობის მეგობარს ნიკო არდოტელს (მურღვას), რომელიც პირიქითა ხევსურეთის ულამაზეს სოფელ ,,არდოტში“ ცხოვრობს. ერთმანერთის მოკითხვას და გარდასულ ჟამთა მოგონებას, მოყვა საუბარი ჩვენს ყოველდღიურ ყოფიერებაზე, რა დროსაც ნიკომ მანახა ამერიკიდან გამოგზავნილი მოსაწვევი თავისი ვიზითა და ყველა შემადგენელი ატრიბუტით, რომელიც ახლობელმა გამოუგზავნა. უნდა გითხრათ, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ე.წ. ,,ვიზის“ შრიფტისგან თავისუფალ ადგილას ნიკოს ხელით მიწერილი ლექსი ამოვიკითხე, რასაც აქვე გთავაზობთ:
,,არცად წამსვლელი არა ვარ,
არცად გამდგმელი ნაბიჯის
მხოლოდ ამ მთებმა იციან,
რა მიხარია, რა მიჭირს…“
წყარო: გაგა დათვისელი
Irakli Arabuli’s Blog – ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში.
491831820 675677455406409 5454734497976995014 n
author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 მარტს დაიწყება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი