„საქართველოს საპატრიარქოს საკომუნიკაციო გვერდი“ საპატრიარქოს არ ეკუთვნის

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის.

„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, სახელწოდებით: „საქართველოს საპატრიარქოს საკომუნიკაციო გვერდი“, რომელიც არამართებულად იყენებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ ლოგოს.

განვმარტავთ, რომ აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის და ჩვენთვის უცნობია, ვინ მართავს მას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „საქართველოს საპატრიარქოს საკომუნიკაციო გვერდი“ საპატრიარქოს არ ეკუთვნის. 20 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-საპატრიარქ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi