დღეს აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას ორ სესიად აბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი პროცესის მიმდინარეობას თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში დააკვირდა.
უცხოური ენების გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებულთაგან ტესტირებაზე 93%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა.
ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს არ დაიგვიანონ გამოცდაზე.
გისურვებთ წარმატებას!
რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო პროცესის შესახებ? – აქტუალური კითხვები და პასუხები.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.