პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადღესასწაულს მთაში განსაკუთრებით აღნიშნავენ - ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც...

დღესასწაულს მთაში განსაკუთრებით აღნიშნავენ – ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე

2025 წლის ლომისობა 11 ივნისს აღინიშნება.
ლომისობა მოძრავი დღესასწაულია.
„ლომისობა“ მლეთაში ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას, აღინიშნება. საქართველოში „ლომისას“ რამდენიმე სალოცავი არსებობს, რომელთაგან ყველაზე მთავარი და უძველესი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, ისტორიულ მთიულეთში მდებარე ეკლესიაა.
ამ დღესასწაულს მთაში განსაკუთრებით აღნიშნავენ.
ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, „დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოაბრძანებენ დროშას და „ფერხისას“, სიმღერით აიტანენ მთაზე, სადაც იმართება დღეობა შესაწირავით.
ლომისობა, ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.
ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.
მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ.
სახელწოდება, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით, თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა.
ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი.
ბოლო წლებში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქვედა მლეთაში აღდგა წირვა-ლოცვა. უკვე რამდენიმე წელია ტარდება ღვთისმსახურება.

მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ.

ლომისა წმინდა გიორგის სახელობის უძველესი სალოცავია. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს.

სახელწოდება, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით, თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა.

ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, საქსაიამანი and მთა გამოსახულება
გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

  როგორ უნდა შევამციროთ კომუნალური გადასახადები ორჯერ? - ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ!
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი