„საკმაოდ მძიმე ფაქტის შემსწრე აღმოვჩნდი დღეს რაც ეხება ახალშობილების გაყიდვას: კონტრატი გვაქვს კომპანიასთან სამეურნეო მომსახურებაზე და რომლის წარმომადგენლებიც პერიოდულად მოდიან ხოლმე. დღეს დილითაც მოვიდა მათი წარმომადგენელი. რადგან აქცენტით ვლაპარაკობთ ინგლისურად, ხშირად გვეკითხებიან ხოლმე საიდან ვართ. ამ ახალგაზრდა კაცმაც გვკითხა. როდესაც გაიგო რომ საქართველოდან ვართ, მეც საქართველოდან ვარ, თბილისიდანო. როდესაც ქართულად ვკითხე, სამწუხაროდ, არ ვიცი ქართული, ახლა ვსწავლობო და მოგვიყვა მისი ისტორია. რომ 30 წლის წინ დაიბადა თბილისში, მაგრამ მის მშობლებს სამშობიაროში უთხრეს, რომ გარდაიცვალა, თუმცა, მათთვის გარდაცვალების საბუთი არ მიუციათ. თავად კი, ოფიციალური დოკუმენტებით მოსკოვში გადაიყვანეს და იქიდან გააშვილეს ამერიკაში.
ანუ, დაბადების ოფიციალური დოკუმენტები გადასცეს მათ, ვინც იშვილა და ბენებრივია, მან იცოდა მისი ნამდვილი სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სამშობიარო და ა.შ. მეც მითხრა, თუმცა, ეს პირადი მონაცემებია და მხოლოდ მის ქართულ გვარს დავწერ – გამსახურდია. რა თქმა უნდა, ამერიკაში, თავისი გამზდელი მშობლების მიცემული სახელით და გვარით ცხოვრობს. ერთი წლის წინ ვიპოვე ჩემი მშობლები და ნათესავები საქართველოში, ვაპირებ მომავალ წელს ჩავიდე და ვნახო ისინიო. მაჩვენა ყველას სურათი … სიტყვებით ვერ გამოხატავ იმ ტრაგედიას და გულის ტკივილს, როგორც ეს ახალგაზრდა კაცი ლაპარაკობდა თავის ისტორიაზე. როგორც ჩანს, საკმაოდ ორგანიზებული ქსელი იყო საქართველოში ვინც ბავშვების უკანონო გაშვილებით იყო დაკავებული და საინტერესოა, ვინმემ თუ აგო პასუხი ასეთ დანაშაულზე?“ – წერს თემურ ბასილია სოციალურ ქსელში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). აშშ-ში მცხოვრებმა კაცმა 30 წლის შემდეგ ბიოლოგიური მშობლები თბილისში აღმოაჩინა. 21 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ში-მცხოვრებმა-კაცმა-30-წ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-24T00:46:51+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
