კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოდუბაის შოკოლადის პოპულარობის ზრდამ მსოფლიოში ფსტის დეფიციტი გამოიწვია – FT

დუბაის შოკოლადის პოპულარობის ზრდამ მსოფლიოში ფსტის დეფიციტი გამოიწვია – FT

Financial Times-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში “დუბაის შოკოლადის” პოპულარობის უეცარმა ზრდამ მსოფლიოში ფსტის დეფიციტის გაუარესება გამოიწვია და თხილეულის მიწოდების მხრივ პრობლემები წარმოქმნა, რასაც ფსტის ფასების ზრდა მოჰყვა.

გამოცემის მიხედვით, 2021 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულმა მწარმოებელმა FIX-მა ფსტის კარაქის, შოკოლადისა და ქადაიფის ცომეულისგან მომზადებული შოკოლადი წარადგინა, რამაც თავდაპირველად მხოლოდ საშუალო დონის პოპულარობა მოიპოვა, თუმცა პროდუქტის TikTok-ზე გავრცელებამ “დუბაის შოკოლადი” გლობალურ სენსაციად აქცია.

სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ზე აღნიშნული შოკოლადის შესახებ 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ვიდეოს 120 მილიონამდე ნახვა აქვს და მან მსოფლიოში ფსტის შოკოლადზე მოთხოვნის მანამდე არნახულ ზრდას შეუწყო ხელი.

Financial Times-სთან საუბრისას თხილეულით მოვაჭრე ჯაილზ ჰაკინგის თქმით, რომელიც CG Hacking-ის მფლობელია, ერთი წლის განმავლობაში ფუნტ ფსტის გულზე ფასები 7.65 დოლარიდან 10.30 დოლარამდე გაიზარდა. “ფსტის სამყარო ფაქტობრივად ამ დროისთვის ამოწურულია”. – თქვა მან.

შესაბამისად, ეს ყოველივე დუბაის შოკოლადის ფასებზეც აისახა. გაერთიანებულ სამეფოში კომპანია Lindt-ის დუბაის შოკოლადის 145 გრამი დაახლოებით $13-ად იყიდება, რაც კომპანიის სხვა შოკოლადებთან შედარებით ორჯერ მეტი ფასია.

თუმცა, გამოცემის ცნობით, დუბაის შოკოლადზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი მაღაზია შეზღუდვებს აწესებს იმაზე, თუ რამდენი ერთეულის შეძენა შეუძლია თითოეულ მყიდველს.

მსოფლიოში ფსტის მარაგების შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც წინა წელს ცუდი მოსავალი იყო აშშ-ში, რომელიც თხილეულის მოწინავე ექსპორტიორია. ამასთანავე, აშშ-ში მოყვანილი ფსტა ჩვეულებრივზე უფრო კარგი ხარისხის იყო, რამაც, ჰაკინგის თქმით, უფრო ნაკლები ფსტა დატოვა შოკოლადებსა და სხვა ტიპის საკვებში გამოსაყენებლად.

ამას გარდა, ირანის საბაჟო სამსახურის მიხედვით, ირანმა, რომელიც მსოფლიოში ფსტის რიგით მეორე მწარმოებელია, 2025 წლის მარტამდე ექვსი თვის განმავლობაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტზე 40%-ით მეტი ფსტა გაიტანა, ვიდრე ეს წინა 12 თვის განმავლობაში მოახერხა.

ირანის ფსტის ასოციაციის საბჭოს წევრის თქმით, ფსტის ბაზარზე ამჟამინდელი დეფიციტი მკვეთრ ცვლილებას წარმოადგენს 2023 წელთან შედარებით, როდესაც გლობალურად ფსტის მიწოდება მოთხოვნას აღემატებოდა, რამაც თხილეულზე ფასის დაცემა გამოიწვია.

  ABC: უკრაინა ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების პირობებს დათანხმდა

Financial Times-ის ცნობით, ფსტაზე მოთხოვნის ზრდის გამო აშშ-ს კალიფორნიის შტატში ზოგიერთმა ფერმერმა ბოლო წლებში ნუშის ფსტით ჩანაცვლება დაიწყო, თუმცა დარგული ხეებიდან ფსტის მიღება სექტემბერში, მომდევნო მოსავლის აღების პერიოდამდე, არ მოხდება.

ფსტის დეფიციტამდე შოკოლადის ბაზარზე ცუდად კაკაოს დეფიციტი აისახებოდა, რამაც 2024 წელს ფასების თითქმის გასამმაგება გამოიწვია მას შემდეგ, რაც კაკაოს მოსავალზე ცუდმა ამინდმა და დაავადებებმა იქონია გავლენა. Financial Times-ის ინფორმაციით, ამის გამო მწარმოებლებმა უფრო მცირე ზომის შოკოლადის ბატონების გაყიდვა დაიწყეს და თან ისეთი რეცეპტებით, რომელიც ნაკლები რაოდენობით კაკაოს საჭიროებს.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.