სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"უჭმელობით რკინადეფიციტური ანემიაც კი დაგვემართა... ურთულესი პერიოდი გვქონდა"- პაატა თედიაშვილი ცხოვრების ურთულეს...

“უჭმელობით რკინადეფიციტური ანემიაც კი დაგვემართა… ურთულესი პერიოდი გვქონდა”- პაატა თედიაშვილი ცხოვრების ურთულეს ეპიზოდს იხსენებს

რას ნიშნავს ფული პაატა თედიაშვილისთვის, როგორი მხარჯველია ის და დიდი გაჭირვების მიუხედავად, როგორ მოახერხა მან და მისმა დამ, განათლების მიღება – ამას პაატასგან შევიტყობთ.

პაატა თედიაშვილი: ფული არის შესაძლებლობა, რომელიც ძალიან ბევრ კარს გიხსნის და საშუალებას გაძლევს, გამოხატო საკუთარი თავი. ცხოვრებისთვის თუ პროფესიული განვითარებისთვის მატერიალური სახსარი მაინც გადამწყვეტი ხდება. განათლების მიღება ავიღოთ, მატერიალური სახსარი ამისთვისაც აუცილებელია. მატერიალური სარგებელი, როგორი იდეალისტებიც არ უნდა ვიყოთ, ძალიან ბევრ რამის საშუალებას გვაძლევს. ყოველთვის ვერ იტყვი, რომ ფული არ გჭირდება და მის გარეშეც ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია. კი, ფულის გარეშეც ბევრი გაგვიკეთებია, თუმცა, დასაწყისისთვის ყველაფერი მაინც გარემომცველ წრესა და მატერიალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ვინმე ან რამე ზურგის ქარივით უნდა მოგეწიოს, ან ვინმემ უნდა გაგიწიოს რეკომენდაცია, სიტყვა შეგაწიოს ან მატერიალური სახსარი უნდა გქონდეს, რომ რამის კეთება დაიწყო. ეს რომ მნიშვნელოვანია, ვერ უარვყოფთ. მით უმეტეს, დღეს ვეღარც ვირით დავდივართ და ვეღარც ქოხში ვიცხოვრებთ.

ფული რომ მქონდეს, უკეთეს კონცერტს ჩავატარებ, უკეთეს კლიპს გადავიღებ, სხვა ნიჭი თუ მაქვს, მის განვითარებასა და გამომზიურებასაც შევუწყობ ხელს. ხშირ შემთხვევაში უსახსრობა გბლოკავს, მაგრამ იმედით ვცხოვრობთ.

– ფულის სიყვარული სირცხვილია?

– შეიძლება, რაღაც წილად უხერხული იყოს. თუ ადამიანის ცხოვრების მთავარი კრედო ფულის სიყვარულია, მაშინ ის ძალიან ბევრ უხერხულობას წააწყდება. მეგობრებისა და ოჯახის წრეში. შენს შინაურებთან ვერ გამოხატავ ფულის სიყვარულს და მხოლოდ მატერიალურ სახსარზე ორიენტირებას, ეს უხერხულიცაა და დამამცირებელიც. მეგობრობა, ძმაკაცობა, უჯახური ურთიერთობები – ამ ყველაფერზე მაღლა ფულს ვერ დააყენებ. თუმცა, არიან ანგარიშიანი ადამიანები და ყველაფერს ამ თვალით უყურებენ.

როდესაც სიმღერა დავიწყე, დედა მეუბნებოდა, ჰონორართან დაკავშირებით რომ გკითხავენ, შენ არასდროს მოითხოვო რაღაც კონკრეტული თანხა, ხელოვანისთვის მთავარია სულიერი საზრდო, მაყურებელს სიამოვნებით უნდა უმღეროო. ეს მესმის და ხშირ შემთხვევაში, ასეც ვიქცეოდი, მაგრამ არაერთხელ აღმოვჩენილვარ უხერხულ მდგომარეობაში. ისეც მომხდარა, რომ ჩემით პროდიუსერს „გაუკეთებია“ ფული და მე, ჰონორარის სახით, 80 ლარი ჩამიდეს კონვერტში. რა თქმა უნდა, ის თანხა მაშინვე უკან დავუბრუნე, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.

  ბზა – მრავლდება: თესლით, რომელიც ძა­­ლი­ან კარგი აღმოცენების უნარით ხასიათდე­ბ­ა, გადაწვენით და, რაც ჩვენს პატივცემულ მკი­თხველს აინტერესებს – კალმების დაფესვიანებით

ერთხელ, ერთ პატარა გოგონას ჩააწერინეს ჩემთან დუეტი, რომლის ოჯახსაც, თურმე, ძალიან დიდი თანხა გამოართვეს. საქართველო პატარაა, არაფერი იმალება. ამ ოჯახის დიასახლისმა, ერთ-ერთ ჩემს მეგობართან ისე, რომ არ იცოდა, თუ ჩემი მეგობარი იყო, შემთხვევით თქვა, პაატა თედიაშვილი რა პრეტენზიული და მეძვირე ყოფილა, ამხელა თანხა მოითხოვა, რომ ჩემს შვილთან ემღერაო. სახტად დავრჩი ეს რომ გავიგე. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და აქეთ გამიხდა ბოდიშები სახდელი იმ ოჯახთან, არადა, მე არაფერი ვიცოდი. ჩემი სახელი გამოიყენეს ფულის საშოვნელად.

– ამ გამოცდილებების შემდეგ, დღეს როგორია ფულთან დამოკიდებულება?

– ახლახან პარიზში ვიყავი. 31 დეკემბერს ქართული რესტორანი გაიხსნა და შემოქმედებითი აქტივობისთვის პირველი მე მიმიწვიეს მრავალფეროვანი რეპერტუარის გამო. რომ დამირეკეს, მათაც, როგორც ყველას, ვუთხარი, გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს და ისე შევთანხმდეთ, რომ თქვენც სარგებელი გქონდეთ და მეც-მეთქი. მოჭრით რამე თანხის თქმა ძალიან რთულია. რომ ჩავედი, მითხრეს, რომ ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას დაუკავშირდნენ და იმხელა თანხები მოგვთხოვეს, ვერაფრით ვჯდებოდით ბიუჯეტშიო. ყოფილა მსგავსი საუბრები სხვა დროსაც. მე ყოველთვის ვითვალისწინებ სხვის ბიუჯეტს. ამ ტიპის მოლაპარაკებით ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი პარიზიდან და სხვა ქვეყნებიდანაც ყოველთვის კმაყოფილი მოვდივარ ხოლმე. ასეთ დამოკიდებულებას რომ ხედავენ, უფრო მეტ ყურადღებას გამოხატავენ, ამბობენ, ეკრანიდან სხვაგვარად ჩანხარ და ურთიერთობაში სხვანაირი ყოფილხართო. მიხარია ამის მოსმენა. გვინახავს ძალიან შეძლებული ადამიანები, რომლებსაც სანაგვეზე დაუსრულებიათ ცხოვრება. ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ ურთიერთობაში ყველაფერს ფულით ვერ გადავწყვეტთ… სრულად

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.