დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ მეუფე შიო ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის და მის მონობას ბევრი ღვთისმსახური ვერ შეძლებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ოპოზიციის აქტივისტი დოროთე ყურაშვილი, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საუბრობს მოლოდინებზე, რომელიც მას მეუფე შიოს პატრიარქობის შემთხვევაში აქვს.

დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ მეუფე შიო ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის და მის მონობას ბევრი ღვთისმსახური ვერ შეძლებს.

„მცხეთა-თბილისის ეპარქიაში ბევრი ჩაალაგებს ჩემოდანს და გადაბარგდებიან, ვინც ვერ შეძლებს მის მონობას, მსახურებას არა, მონობას. ის არ არის პატრიარქივით მამა, ის არ არის პატრიარქის სულის, ის დამცირებულია თვითონ, ეტყობა შურს იძიებს, ფსიქიურად ის არ არის გაწონასწორებული და ძალიან მძიმე მდგომარეობა იქნება შიგნით. მე რომ ის [მეუფე შიო] მთავაზობდეს, რომ მასთან ერთად ვიმსახურო ეკლესიაში, ვერ ვიმსახურებ მასთან, შეუძლებელია მასთან ყოფნა,“- განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ მეუფე შიო ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის და მის მონობას ბევრი ღვთისმსახური ვერ შეძლებს. 1 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დოროთე-ყურაშვილი-აცხადებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi