პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიგიგა ავალიანის საქმე - 7 მაისის პროცესზე ნია იმნაძე იძულებული გახდება, რომ...

გიგა ავალიანის საქმე – 7 მაისის პროცესზე ნია იმნაძე იძულებული გახდება, რომ წარდგენილ იქნეს სასამართლოს წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პოლიცია იძულების წესით მოიყვანს

გიგა ავალიანის საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ დღეს დაყენებული შუამდგომლობა, რომელიც ნია იმნაძის მომდევნო სხდომაზე იძულებით წარდგენას ითვალისწინებს, სასამართლომ დააკმაყოფილა.

თუ ნია იმნაძე სასამართლო სხდომაზე თავად არ გამოცხადდება, მას პროცესზე მოწმედ იძულების წესით მიიყვანენ. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ქეთევან სანოძემ დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა. გიგა ავალიანის საქმეში ნია იმნაძე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად განიხილება.

“სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოწმის სახით ნია იმნაძის იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით. 7 მაისის პროცესზე ნია იმნაძე იძულებული გახდება, რომ წარდგენილ იქნეს სასამართლოს წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პოლიცია იძულების წესით მოიყვანს.

რაც შეეხება ჩვენს დასაბუთებას, მოგეხსენებათ, რომ მისმა ადვოკატმა წარმოადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ცნობები, რომლითაც ცდილობდა მისთვის პასუხისმგებლობა აერიდებინა, რომ გამოცხადებულიყო სასამართლოში.

საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნია იმნაძეს არ აქვს ჯანმრთელობის არანაირი სერიოზული მდგომარეობა, მძიმე მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავს მის მოსვლას სასამართლო პროცესზე. მას არ გააჩნია არანაირი კონკრეტული დიაგნოზი არც გულთან, არც თვალთან და არც ა.შ. სხვადასხვა ორგანოებთან დაკავშირებით, რომელიც შეუძლებელს გახდის მის დაკითხვას.

საპროცესო კანონმდებლობაში რაც არის ჩამონათვალი, იმ ჩამონათვალიდან, თუ ვინ შეიძლება გათავისუფლდეს მოწმის სახით მისაცემი ჩვენებისგან, ამ ჩამონათვალიდან არც ერთში არ ჯდება ნია იმნაძის შემთხვევა, შესაბამისად, ის ვალდებულია, გასცეს კითხვებზე პასუხი და ეს კითხვები აქვს მასთან როგორც პროკურორს, ასევე დაცვის მხარის ადვოკატებს, აქვთ თავად ბრალდებულებს – დემეტრე ჩიქოვანსა და ანი ნასყიდაშვილს, და რაც მთავარია აქვს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, სახელმწიფოს და საზოგადოებას.

შესაბამისად, მას საკმაოდ კრიტიკულად მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მით უმეტეს, საზოგადოებას არ სჭირდება ამის შეხსენება, მაგრამ ვიცი, რომ ინტერესი დიდია, ამიტომ დავძენ იმასაც, რომ ნია იმნაძე არის სწორედ ის პირი, რომელმაც ე.წ. შევიწროების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ბრალდებულებს და სწორედ აქედან დაედო დასაბამი აღნიშნულ დანაშაულს. სწორედ ამის გამო, აღნიშნულ ინფორმაციას შეეწირა ახალგაზრდა მასწავლებლის სიცოცხლე და გიგა ავალიანის სიცოცხლის გარდა ამ მიწოდებულმა ინფორმაციამ მოგვიანებით შეიწირა როგორც მისივე შეყვარებულის, ალექსანდრე გაბაშვილის თავისუფლება, ასევე დანარჩენი ბრალდებულების თავისუფლება, რომელთაგანაც ორის პროცესზე ვიმყოფებოდით დღეს და შედგება პროცესი 7 მაისს, როდესაც კითხვებზე პასუხს გაგვცემს ნია იმნაძე”, – აცხადებს საქმის პროკურორი ქეთევან სანოძე.

  რომეო მიქაუტაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა ქონება, მათ შორის ბინა ესპანეთში

ნია იმნაძე გიგა ავალიანის საქმეზე ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად განიხილება. ბრალდების მხარემ მისი იძულებით მიყვანის შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დააყენა და სასამართლომ ის დააკმაყოფილა.

საქალაქო სასამართლოში დღეს ორი არასრულწლოვანის საქმე განიხილეს. პროცესზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ეკა კუპატაძემაც.

ბრალდების მიხედვით, დემეტრე ჩიქოვანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება ედება ბრალად, ხოლო ანი ნასყიდაშვილის – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.