შაბათი, მაისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიდიაბეტის ახალი ტიპი ოფიციალურად აღიარეს — რას ნიშნავს „მეხუთე ტიპი“ და რატომ...

დიაბეტის ახალი ტიპი ოფიციალურად აღიარეს — რას ნიშნავს „მეხუთე ტიპი“ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

დიაბეტის ახალი ტიპი ოფიციალურად აღიარეს — რას ნიშნავს „მეხუთე ტიპი“ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
მსოფლიო მედიცინაში მნიშვნელოვანი სიახლეა: დიაბეტის უნიკალური ახალი ფორმა, რომელიც “მეხუთე ტიპის დიაბეტის” სახელით არის ცნობილი, ოფიციალურად აღიარეს. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო ათწლეულებში, როდესაც დიაბეტის კლასიფიკაციაში ასეთი მასშტაბური ცვლილება ხდება.
რა არის ახალი დიაბეტის ტიპი?
ახლად აღიარებული მეხუთე ტიპის დიაბეტი მეცნიერულად ცნობილია როგორც „მონოგენური დიაბეტი“ — ანუ მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია მხოლოდ ერთი გენის მუტაციით და არა როგორც ტრადიციულად — მრავალი გარემოებისა თუ ფაქტორის ერთობლივი მოქმედებით (მაგალითად, II ტიპის დიაბეტი).
ამ კატეგორიაში ყველაზე ფართოდ ცნობილი ფორმაა „მოდის დიაბეტი“ (MODY, Maturity Onset Diabetes of the Young), რომლის დიაგნოსტიკა ხშირად რთულია, რადგან ის შეიძლება სიმპტომებით დაემთხვეს როგორც I, ისე II ტიპის დიაბეტს. სწორედ ამიტომ, ამ ახალი კლასიფიკაციის მიზანია, რომ პაციენტებს მიეწოდოთ სწორი დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა.
author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  რა ანალიზები უნდა გაიკეთოს 45 წელზე უფროსი ასაკის ადამიანმა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი