დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებულ 852 ოჯახს გადასცემს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ფოტო: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებულ 852 ოჯახს გადასცემს.

საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად მიიღო.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, სააგენტომ თითოეული ოჯახის სოციალური მდგომარეობა, რომელთა ქულაც ბინების რაოდენობის გათვალისწინებით ექვემდებარებოდა მონიტორინგს, ადგილზე შეისწავლა.

შესწავლილი განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინა. ბინების განაწილების პროცესი ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.

ამ ეტაპზე, სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში, ნიკეასა და შერვაშიძის ქუჩებზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში ბინები გადაეცემათ იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/LdVZd

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა კვლავ რჩება მნიშვნელოვან პრიორიტეტად და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.

ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებულ 852 ოჯახს გადასცემს. 5 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დევნილთა-ეკომიგრანტთა-დ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi