„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი – „იმ შემთხვევაში თუ პატრონი ძაღლს ქუჩაში გააგდებს, იქნება ძალიან მაღალი სანქცია“

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტის მიზანია ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისათვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნა, შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, ეს არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ შეიქმნას ერთიანი მართვის სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველა პატრონიანი ძაღლი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ სისტემაში და ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი ხვდება თავისი ცხოვრების ციკლის განმავლობაში, ვალდებული იქნება, რომ გადაამოწმოს და ისე მომსახურება არ გაუწიოს პატრონს, თუ ძაღლი არ არის დარეგისტრირებული ბაზაში.

„ეს არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ სამომავლოდ პრევენციული ღონისძიებები გატარდეს და პატრონმა ძაღლი ქუჩაში არ გააგდოს. იმ შემთხვევაში თუ პატრონი ძაღლს ქუჩაში გააგდებს, იქნება ძალიან მაღალი სანქცია. საბოლოო ჯამში, პროცესი იქნება ძალიან რთული, გამოწვევებით სავსე, თუმცა ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ შევაჩეროთ უკონტროლო გამრავლება. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, რომ აიკრძალება ძაღლების გამრავლება უკონტროლო გზით“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი – „იმ შემთხვევაში თუ პატრონი ძაღლს ქუჩაში გააგდებს, იქნება ძალიან მაღალი სანქცია“. 10 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შინაურ-ბინადარ-ცხოველთა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T16:16:38+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi