დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 100-მდე ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის.
აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავად შეარჩევენ.
პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. 2023 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი 1300-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა. 2025 წლის ბოლომდე, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, სააგენტო 100-მდე ოჯახს, სოფლად სახლს შეუსყიდის [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%a1/
sheniekimi.ge/ambebi
