ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„დედის სახით მამხნევებდა თავად ღვთისმშობელი“

„დედის სახით მამხნევებდა თავად ღვთისმშობელი“

ღმერთი ადამიანს ყოველთვის რაღაცას უტოვებს ნუგეშად და კაცი ამ ნუგეშს, როგორც იმედს, ეჭიდება. ამისი არცნობა და მით უფრო მისი გამოუყენებლობა დიდ ტკივილად და შესაძლოა, ტრაგედიადაც კი იქცეს მისთვის. რაც უნდა დიდი დაცემა და წარუმატებლობა შეხვდეს მას ცხოვრებაში, რაღაც უნდა იგულოს იმ საიმედო ნუგეშად, რასაც უნდა დაეყრდნოს სიმძიმის დათმენასა და ფეხზე წამოდგომაში. და თუ ამქვეყნიურში, ხილულ ცხოვრებაში ვერაფერს იპოვის ასეთს, მაშინ უხილავში, სულიერ სამყაროში მაინც უნდა მოიძიოს იგი და ის უნდა აქციოს თავის იმედად, იმას უნდა დაეყრდნოს და იმით უნდა გადაიტანოს დარდი და ტკივილი.

მე ასე მგონია, რომ ის ერთი საიმედო ნუგეში თუ საყრდენი კაცისა არის თავად ღმერთი. სხვადასხვა სახით აჩენს იგი თავს ადამიანის ცხოვრებაში. ის უნდა იცნოს კაცმა, მას უნდა მიენდოს ბოლომდე და მისი შეწევნითა და რწმენით უნდა გადაიტანოს მარცხი და ტკივილი და ამ საიმედო ნუგეშისა და იმედისთვის ღმერთს უნდა მადლობდეს გულით.

ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი პერიოდი ჩემი ცხოვრებისა, როცა დიდ უნუგეშობასა და დაუცველობაში ვიმყოფებოდი. რა თქმა უნდა, მე ვგრძნობდი, რომ ეს ღვთისაგან იყო დაშვებული. ძალიან ძნელი ყოფილა, როცა ნუგეშს ვერსაიდან პოულობ, როცა კაცი სრულიად დაუცველად გრძნობ თავს. ამის გაგება მხოლოდ იმას შეუძლია. ვისაც მსგავსი რამ აქვს ცხოვრრებაში გადატანილი. ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა თავს ლამის ღვთისგან მიტოვებულადაც კი მიიჩნევ, როცა მომავალზე ფიქრისაც გეშინია.

მაგრამ ღმერთი მაშინაც არ ტოვებს ადამიანს უიმედოდ, საიდანღაც რაღაც სასიკეთოს გააგონებს და ეს ნუგეში ხდება მისთვის, ძალასა და მხნეობას მატებს კაცს და იმედიანსა ხდის. მაშინ გრძნობს კაცი, რომ მთლად მიტოვებული და დაუცველი არ ყოფილა, რაღაც კიდევ ჰქონია იმედად შერჩენილი, რასაც უნდა დაეყრდნოს და ერწმუნოს გადარჩენაში. ეს არის გამორჩეული წუთები ადამიანისთვის, რასაც ვერასოდეს ივიწყებს და არც შეიძლება, მისი დავიწყება, რადგან მაშინ უფალთან შეხვედრა ხდება მისი და იმისი ცნობაც, რომ ღვთისგან არ არის დავიწყებული და ზრუნავს მისი გადარჩენისთვის.

  „26 წლის მამაკაცის გული გადამინერგეს, ამის შემდეგ ცხოვრება ბევრად უკეთესია… ჩემი და ამ დიაგნოზით გარდაიცვალა“ – 21 წლის ქეთევან ქარუმიძის ისტორია

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სათქმელს პირდაპირ ვიტყვი. ჩემს გასაჭირსა და სიძნელეებზე სახლში საუბარს ყოველთვის ვერიდებოდა, ამას განსაკუთრებით დედას ვუმალავდი, რადგან ზედმეტად მიიტანდა გულთან, ინერვიულებდა და ეს სახიფათო გახდებოდა მისი ჯანმრთელობისთვის. ყოველთვის ვცდილობდი, რომ უსარგებლო ნერვიულობისგან მომერიდებინა იგი. მაგრამ რა გამოეპარება დედის გულს, იგი მაინც გრძნობს შვილის დარდსა და ტკივილს და ამას შინაგანად განიცდის. ერთხელ ჩემი მძიმე მდგომარეობის გამო მეტად მოწყენილი ვიყავი და არ ვიცი, როგორ, მაგრამ ჩემმა დარდმა თუ წუხილმა, როგორღაც, გამოჟონა ჩემგან და დედისთვისაც გახდა საცნაური. მეგონა, ეს მას შეაშფოთებდა, მოგვრიდა დიდ წუხილს, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, სინამდვილეში ასე არ მოხდა. არ ვიცი, საიდან შეიძინა მაშინ დედაჩემმა საკვირველი მხნეობა და იმედი, როგორ მოიკრიბა ძალა და მტკიცედ, დაჯერებულმა მითხრა შემდეგი: „ნუ გეშინია, შვილო, კიდეც რომ აგიქნიონ ხელი, არ შეგეშინდეს, მე შენთან ვიქნები, ჩემი პენსიით გავიტანთ თავს და დაგვიფარავს ღმერთი“.

ეს იყო უდიდესი რწმენითა და იმედით წარმოთქმული სიტყვები, ამიტომ სულს მაშინვე ეამა გაგონება მისი. მიუხედავად იმისა, რომ დედის მოკრძალებული პენსიით ჩვენ მხოლოდ ერთი კვირა თუ შევძლებდით თავის გატანას. მე მაინც დიდ იმედად ჩამესმა მისი სიტყვები. არ ვიცი, როგორ და მე მაშინ მთელი არსებით ვირწმუნე, რომ დედის სახით მამხნევებდა თავად ღვთისმშობელი, ეს არ იყო მარტო მშობლისგან თანაგრძნობის გამომხატველი ან გასამხნევებლად ნათქვამი სიტყვები, ეს იყო უფლისგან წამოსული ნუგეში, რამაც ამავსო იმედით და უცხო სიხარულით, რასაც ამოწმებდა თვალებზე მომდგარი ცრემლები. დედის გამამხნევებელმა სიტყვებმა გადარჩენის რწმენა და იმედი გააძლიერეს ჩემში და მე ამის შემდეგ უფრო მხნე და ხალისიანი შევიქენი. ეს სიტყვები იქცა ჩემთვის იმ ღვთიურ ნუგეშად, რამაც მშვიდობით დამათმენინა და გადამატანინა მაშინდელი გაჭირვება და სიძნელენი.

და მე ვმადლობდი უფალს, რომ საშინელი უნუგეშობისა და დაუცველობის ჟამსაც, იზრუნა ჩემი შეწევნისთვის. მადლობა შევწირე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომელმაც მშობელი დედის სახით გამამხნევა და ჩამისახა გადარჩენის იმედი და საიმედო ნუგეშად და მცველად ექცა ჩემს მოღვაწეობას მომავალში. მისი შეწევნითა და მადლით მძიმე მდგომარეობიდან გამოვედი მშვიდობით და შემდგომში კიდევ უფრო განვიმტკიცე რწმენა იმისა, რომ ღვთისმშობელი არის და იქნება ჩემი ნუგეში და საიმედო მცველი. ღმერთსა ვთხოვ, არასოდეს მოუშალოს ჩემს სულიერ ცხოვრებას ღვთისმშობლის საფარველი და შეეწიოს ჩემს მღვდელმთავრულ მოღვაწეობას მომავალშიც.

  როგორი მეუღლე იყო ვაჟა-ფშაველა და იყო თუ არა ის ბედნიერი

მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)

ასევე წაიკითხეთ: 4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.