დახურული ავტომაგისტრალები და შეჩერებული სარკინიგზო მიმოსვლა – ბალკანეთში დიდთოვლობას ებრძვიან

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბალკანეთის რეგიონში უამინდობას ებრძვიან. დიდთოვლობამ სერიოზული შეფერხებები გამოიწვია საავტომობილო მოძრაობაში, დაიხურა ავტომაგისტრალები და შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ბოსნია და ჰერცეგოვინაში ათიათასობით აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა,ზოგიერთ ქალაქსა და სოფელთან მისვლა შეუძლებელი გახდა.

სტიქიის გამო ბოსნიის, სერბეთისა და ხორვატიის ხელისუფლებამ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აკრძალა.

- Advertisement -
Ad imageAd image

უამინდობაა ასევე ხორვატიაში, სლოვენიაში, სერბეთში, კოსოვოში, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიაშიც.

ტურისტებს ურჩევენ ბალკანეთში მოგზაურობისას სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგანაც თოვლის ნამქერმა ძირითად მარშრუტების დახურვა გამოიწვია. ოფიციალურმა პირებმა ასევე მოუწოდეს მოქალაქეებს დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, როდესაც ეს შესაძლებელია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოსნიაში 150 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რადგან ქარმა და თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, შეფერხებულია წყლის მიწოდებაც.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). დახურული ავტომაგისტრალები და შეჩერებული სარკინიგზო მიმოსვლა – ბალკანეთში დიდთოვლობას ებრძვიან. 25 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დახურული-ავტომაგისტრალე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi