ტრაგედია ყაზახეთში – ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, გადარჩენილია 25

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. კასპიის ზღვაზე ის რადარებიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო გავრცელდა.

ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრის, აკმარალ ალნაზაროვას განცხადებით, აქთაუს აეროპორტთან ავიაკატასტროფის დროს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი გადარჩა.

ალნაზაროვას თქმით, დაშავებულები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.

ყაზახური მედიის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე.

- Advertisement -
Ad imageAd image

ცნობისთვის, ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მზგავრი და ხუთი ეკიპაჟის წევრი იყო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ტრაგედია ყაზახეთში – ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, გადარჩენილია 25. 25 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ტრაგედია-ყაზახეთში-ბორტ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi