შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემადაჭრისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ძმები დააკავეს - ავტომობილის მართვა, ავარია

დაჭრისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ძმები დააკავეს – ავტომობილის მართვა, ავარია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2 პირი: 2005 წელს დაბადებული ლ.კ. და 2001 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნ.კ. ავტომობილით გადაადგილებისას, მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა.

შეჯახების შემდგომ, აღნიშნული ავტომანქანის მგზავრს-1986 წელს დაბადებულ ა.მ.-ს და ნ.კ.-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ნ.კ.-ს დასახმარებლად კონფლიქტში ჩაერთო მისი ძმა, ლ.კ., რომელიც ასევე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თანნაქონი ცივი იარაღის გამოყენებით ა.მ. დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ლ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ნ.კ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი