დაცული ტერიტორიების სააგენტო დაახლოებით 20 000 ჰექტარ ფართობზე ლენტეხის ეროვნული პარკის შექმნას გეგმავს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

სვანეთში დაცული ტერიტორიების შექმნის სამუშაოების ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლებისა და თემების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორიის დაარსების მიმართულებით. დაგეგმილია ლენტეხის ეროვნული პარკის შექმნა დაახლოებით 20 000 ჰექტარ ფართობზე.

ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება უზრუნველყოფს რეგიონის უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვასა და შენარჩუნებას, ასევე ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას.

„სვანეთში დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის პოპულარიზაციას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების მიღების საფუძველს შეუქმნის. სწორედ ამიტომ, დაცული ტერიტორიების დაარსების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობასა და მათი ინტერესების გათვალისწინებას.
მიმდინარე ეტაპზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ლენტეხის მუნიციპალიტეტის თემებში — რცხმელურსა და ხოფურში.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია პრესრელიზში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დაცული ტერიტორიების სააგენტო დაახლოებით 20 000 ჰექტარ ფართობზე ლენტეხის ეროვნული პარკის შექმნას გეგმავს. 19 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დაცული-ტერიტორიების-სააგ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T01:12:02+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi