სამშაბათი, აპრილი 8, 2025
მთავარისაზოგადოებადასაკარგი, უნდა დაიკარგოს - მეგობარიც, ქმარიც, ახლობელიც - თაკო დოლაბერიძე

დასაკარგი, უნდა დაიკარგოს – მეგობარიც, ქმარიც, ახლობელიც – თაკო დოლაბერიძე

იღბალი და შრომისმოყვარეობა, რომელს რა წვლილი მიუძღვის წარმატებაში? ივენთ მენეჯერი თაკო დოლაბერიძე გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გთავაზობთა ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მასთან ჟურნალმა თბილისელებმა ჩაწერა:

თაკო დოლაბერიძე: თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. ასე რომ არ იყოს, ვერც ამ პროფესიაში ვიქნებოდი. ადვილი გზა არ გამომივლია, მაგრამ რასაც ვუყურებ, ვხედავ, რომ ამ საუკუნეში ბევრად რთულია ადამიანებთან ურთიერთობა, საქმეში წინსვლა და ასე შემდეგ. დღეს ბევრად მეტი ხელის შემშლელი ფაქტორებია, ვიდრე ჩვენი თაობის დროს იყო. ჩვენ ცოტა კომუნიზმში ჩარჩენილებსაც გვეძახდნენ, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ არა ამ გზის გავლა, ჩემს პროფესიაში ვერ შევდგებოდი. თუმცა, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ადამიანი უნდა იყო და შემდეგ შენი საქმის პროფესიონალი.

– მგონია, რომ ურთიერთობები განსაკუთრებით კარგად გამოგდით.

– მგონია, რომ ასეთი იბადები, ან ხარ კომუნიკაბელური, ან – არა. ამაში მამას ვგავარ. მამა იყო ძალიან კომუნიკაბელური. მე მამას გოგოს მეძახდნენ. ყველგან თან დავყავდი. ყველგან, სადაც მივდივარ, დღემდე მამაჩემის სახელით ვსარგებლობ. რა თქმა უნდა, ცუდად არა. მიხარია, რომ დღემდე კარგად იხსენებენ, ძალიან ძვირფასი მოგონებები აქვთ და მგონია, რომ მეც მის გზაზე ვდგავარ, არ მიყვარს უსიამოვნებები. ცხოვრებაა და გვხვდება, მაგრამ სულ ვცდილობ, თავი ავარიდო. დასაკარგი უნდა დაიკარგოს და დამთავრდეს. გასაშვები უნდა გაუშვა: მეგობარიც, ქმარიც, ახლობელიც. მე მაქვს ეგ კარგი თვისება. არასოდეს ვარჩევ, რა, რატომ, რისთვის, რანაირად? როგორც კი ვხვდები, რომ რაღაც ხდება და ეს ურთიერთობა არასწორია, ვამთავრებ და აღარ ვიცნობ ადამიანს. შემიძლია, ეს გავაკეთო, შემიძლია, გამარჯობის იქით მასთან აღარაფერი მაკავშირებდეს. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი, არასდროს დამიწყია მსგავსი სიტუაციების გარჩევა.

– რამდენად შრომისმოყვარე ხართ?

– შრომა არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. მე შრომის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. გარშემო ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთო, როგორც საჭიროა. ძალიან მოწესრიგებული ვარ და საოცრად პასუხისმგებლიანი. თუ რამეზე პასუხისმგებლობას ავიღებ, გავაკეთებ კიდეც. თუ არადა, ისეთ რამეზე არ ავიღებ პასუხისმგებლობას, რაც არ შემიძლია გავაკეთო. ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები ისეთ პასუხისმგებლობებს იღებენ, რომლის შესრულებაც არ შეუძლიათ. მაგალითად, ვერაფრით ვერ მოვიტყუები, რომ კარგი შეფმზარეული ვარ. შეიძლება, სახლში ათასში ერთხელ გავაკეთო კერძი, რაღაც დონეზე ვიცი კეთება და როცა მჭირდება, მოვამზადებ რამეს, მაგრამ არ მჭირდება და არ ვაკეთებ. ვერ დავდგები და ვერ მოვიგონებ, რომ საოცარი კულინარი ვარ. მოგონილი პროფესიები საჩემო არ არის. დღეს მარკეტოლოგებიც არიან, პიარიც, ისიც, ესეც, ყველაფერი ერთად შეუძლიათ, ეს საჩემო არ არის.

  ვაკანსიების რაოდენობა იზრდება - რამდენი განაცხადი გამოქვეყნდა 1 თვეში?

– სიზარმაცის უფლებას როდის აძლევთ საკუთარ თავს?

– ამისთვის დრო არასდროს მრჩება. ერთადერთი, ვიცი, რომ ჩემს თავს უნდა ვცე პატივი, ორი-სამი დღე სადმე წავიდე და დავისვენო. ახლახან ხატია შამუგიას დაბადების დღისთვის წამოვედი ქალაქგარეთ. წელიწადში ორჯერ ვახერხებ ორი კვირით დასვენებას. ეს არის ახალი წლის შემდეგ პერიოდში, თებერვალში, ჩვენთვის მკვდარი თვეა და შეგვიძლია, დავისვენოთ და აგვისტოშიც. შაბათ-კვირას თუ გავედი სადმე, ხომ ძალიან კარგი, თუმცა, როცა საერთოდ ვერ ვახერხებ, შუა კვირაშიც, ერთი დღეც რომ იყოს, სამსახურებრივად, ეგრეთ წოდებული, მკვდარი დღე, შემიძლია, მთელი დღე ვიძინო და ვინებივრო.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

აპრილი 7, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

LIVE