ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში,...

„ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს. შეგვიძლია, საშუალოვადიან პერსპექტივაში ხარისხი თვისებრივად ავამაღლოთ“-რაკლი კობახიძე

ჩვენი მთავარი მიზანი საბოლოოდ არის ერთადერთი რამ, ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შედგა ჯანსაღი დისკუსია.

„არსებობს სუბიექტური პოზიციები, ჩვენც გვქონდა ჩვენი სუბიექტური პოზიცია, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ჰქონდათ საკუთარი სუბიექტური პოზიცია, მაგრამ, რაც მთავარია, შედგა ჯანსაღი დისკუსია. სწორედ ამის საფუძველზე შევძელით ჩვენ შეჯერება საერთო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე მინდა, შეხვედრაზე წარმოდგენილ თითოეულ ადამიანს, აკადემიურ პერსონალს, პროფესორებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გადავუხადო მადლობა სწორედ იმის გამო, რომ ისინი ჯანსაღ დისკუსიაში ჩაერთნენ ჩვენთან ერთად. რაც შეეხება საჭიროებებს, რომელიც დგას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ზოგადად უმაღლესი განათლების წინაშე – საქართველოში არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა. დღეს გვქონდა საუბარი საერთაშორისო რეიტინგებზე, ჩვენი უნივერსიტეტების რეიტინგი, თუ ავიღებთ ყველაზე სანდო შემფასებელ ორგანიზაციებს, მერყეობს, როგორც წესი, 5-დან 15 ქულამდე 100 ქულიდან, მაგალითად, იგივე აკადემიური რეპუტაციის ნაწილში. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, ამას აქვს თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები. მიზეზი იყო 90-იანი წლების კრიზისი, რამაც თავისი კვალი დაატყო უმაღლესი განათლების სისტემას და ამის შემდეგ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ძალიან მძიმე, უხეში ჩარევები განხორციელდა უმაღლესი განათლების სისტემაში. ამას ჰქონდა ღრმად პოლიტიკური მიზეზები და ასევე ღრმად იდეოლოგიური მიზეზები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, როგორც პოლიტიკური, ასევე იდეოლოგიური მიზეზები იყო უკიდურესად მანკიერი და ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა არა სისტემის გაჯანსაღებას, არამედ პირიქით, სისტემის არასწორი მიმართულებით განვითარებას.

„მოვედით იქამდე, სადამდეც მოვედით. ჩვენ როდესაც გამოვაცხადეთ რეფორმის ინიციატივის თაობაზე, თავიდანვე ვთქვით, რომ განათლების სფერო იყო ერთ-ერთი სფერო, სადაც ყველაზე ნაკლების გაკეთება მოვახერხეთ 2012 წლის შემდეგ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და დღეს ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ უმაღლესი განათლების რეფორმას. ჩვენი მთავარი მიზანი საბოლოოდ არის ერთადერთი რამ, ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ამას სჭირდება შესაბამისი ინსტიტუციური ცვლილებები და შემდეგ უკვე შინაარსობრივი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება უშუალოდ სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებას, სახელმძღვანელოების დახვეწას, კადრების მომზადება-გადამზადებას და ა.შ. ყველა მიმართულებით არის ძალიან სერიოზული გამოწვევები, ეს არის ძალიან კომპლექსური რეფორმა, ამას აქვს თავისი პოლიტიკური გამოწვევები, რომლებსაც ყველა ხედავს, თუმცა ჯანსაღი მიდგომის პირობებში და სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკის პირობებში, ვფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დასახულ მიზანს მივაღწიოთ. დღეს თუ განათლების ხარისხი საქართველოში არის, რბილად რომ ვთქვათ, დაბალი, შეგვიძლია, საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს ხარისხი თვისებრივად ავამაღლოთ, ამისთვის გაკეთდება ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  საბერძნეთში, ხანძრის საქმეზე ბრალდებულ ქართველ ქალს განაჩენი გამოუტანეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.