პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიდამწვარია 12 000 მ2-ზე მეტი ტერიტორია — რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი ცენტრალი"

დამწვარია 12 000 მ2-ზე მეტი ტერიტორია — რა განცხადებას ავრცელებს “თბილისი ცენტრალი”

30 აპრილს, დილის 06:00 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე მდებარე ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით 12 000 მ² სავაჭრო და სასაწყობე სივრცე.

საგანგებო შემთხვევას ეხმაურება „თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაცია, რომელიც ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

„არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს „ბაქანი“. ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას.

ბაზრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შპს „ბაქანი“ უზრუნველყოფდა ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ზარალის სრული შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მოხდება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებისა და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ.“ — ნათქვამია განცხადებაში.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  „დედას ტელეფონზე ველაპარაკებოდი, უცებ კივილი მესმის და მეუბნებიან, რომ ის აღარ არის“ - ცუცა კაპანაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი