პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევადაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც 16 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეოების გადაღება მუქარით აიძულა

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც 16 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეოების გადაღება მუქარით აიძულა

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბის იძუ­ლე­ბის ფაქ­ტზე, და­კა­ვე­ბუ­ლია 17 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბულ არას­რულ­წლო­ვანს ბრალ­დე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის იძუ­ლე­ბის ფაქ­ტზე წა­რედ­გი­ნა. და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2023 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, არას­რულ­წლო­ვან ბრალ­დე­ბულს სო­ცი­ა­ლურ ქსელ „მე­სენ­ჯერ­ში” მი­მო­წე­რა ჰქონ­და 16 წლის და­ზა­რა­ლე­ბულ გო­გოს­თან, რა დრო­საც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­უგ­ზავ­ნა სა­კუ­თა­რი ცეკ­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა და­ზა­რა­ლე­ბულს მოს­თხო­ვა ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა და მას­თან გა­დაგ­ზავ­ნა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­ე­მუქ­რა, რომ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მა „ფო­ტო­შო­პის“ მეშ­ვე­ო­ბით მისი ცეკ­ვის ვი­დე­ოს და­ა­მონ­ტა­ჟებ­და ისე, რომ შექ­მნილ ფო­ტო­ებ­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლი იქ­ნე­ბო­და შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რა­საც შემ­დგომ­ში გა­უვრცე­ლებ­და მის მშობ­ლებ­თან. მუ­ქა­რის შე­დე­გად, იმა­ვე დღეს, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა თა­ვი­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის სა­ა­ბა­ზა­ნო ოთახ­ში გა­და­ი­ღო ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ვი­დეო, რო­მე­ლიც „მე­სენ­ჯე­რის“ სა­შუ­ა­ლე­ბით ბრალ­დე­ბულს გა­უგ­ზავ­ნა.

ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ვი­დე­ოს გა­დაგ­ზავ­ნის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბულ­მა და­ზა­რა­ლე­ბულს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, შემ­დეგ ვი­დე­ო­ზე გა­და­ღე­ბა და გა­დაგ­ზავ­ნაც მოს­თხო­ვა, ხოლო უა­რის შემ­თხვე­ვა­ში, უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ზე­მოთ მი­თი­თე­ბუ­ლი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის მშობ­ლებ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან გავ­რცე­ლე­ბით და­ე­მუქ­რა. მუ­ქა­რი­სა და იძუ­ლე­ბის შე­დე­გად, შე­ში­ნე­ბულ­მა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა სექ­სუ­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო ჩა­წე­რა და ბრალ­დე­ბულს გა­და­უგ­ზავ­ნა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მო­მარ­თვის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა არას­რულ­წლო­ვან­თა სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მოკ­ლე დრო­ში წარ­მარ­თა. პი­რა­დი ჩხრე­კი­სას მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში, ნა­ნა­ხი და ამო­ღე­ბუ­ლი იქნა არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გოს ამ­სახ­ვე­ლი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლა, რის შემ­დე­გაც და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა ბრალ­დე­ბუ­ლი.

და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბულ არას­რულ­წლო­ვანს ბრალ­დე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის იძუ­ლე­ბის ფაქ­ტზე წა­რედ­გი­ნა.

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას“, – ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  პილოტმა ფრენის დროს გონება დაკარგა და თვითმფრინავი ათენში ავარიულად დაეშვა - რა მოხდა easyJet-ის ბორტზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი