სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადაზვერვის სკანდალური ინფორმაცია - ვინ არის ილია ღამბაშიძე, რომელიც კრემლის დავალებით ვოლოდიმირ...

დაზვერვის სკანდალური ინფორმაცია – ვინ არის ილია ღამბაშიძე, რომელიც კრემლის დავალებით ვოლოდიმირ ზელენსკის უტევს

ამერიკულმა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ (The Washington Post) გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „დოკუმენტები ადასტურებენ: კრემლის მიერ შეთხზული დეზინფორმაციები ვოლოდიმირ ზელენსკის ავტორიტეტის შესარყევად“.

პუბლიკაციის საფუძველს წარმოადგენს ევროპული ქვეყნების სადაზვერვო უწყებების მიერ გაზეთისათვის გადაცემული დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ, თუ როგორ სარგებლობენ კრემლის პოლიტიკური ტექნოლოგები სოციალური ქსელებით, რათა შეარყიონ და „წყალი შეუყენონ“ უკრაინელთა ნდობას საკუთარი პრეზიდენტისა და არმიის მიმართ.

სტატიის მიხედვით, კრემლის ბრძანების საფუძველზე შეთხზულია ათასობით პოსტი და ასობით სტატია, რომლებშიც, კერძოდ, გათამაშებულია ის უთანხმოება, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და არმიის სარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნის შორის არსებობდა.

როგორც გაზეთს ევროპული უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად უთხრა, „დადგა ყველაზე მძიმე დღეები“ – „რუსეთმა სანქციებს გაუძლო და ამჟამად ახალ საინფორმაციო კამპანიას ამზადებს, რომელიც სამი მიმართულებით განვითარდება: გავლენა ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებზე, კიბერშეტევები უკრაინის ინფრასტრუქტურებზე და უკრაინული საზოგადოების დესტაბილიზება“.

„ვაშინგტონ პოსტის“ ხელთ არსებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 2023 წლის იანვარში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ დაავალა ჩინოვნიკებს და პოლიტტექნოლოგებს, უკრაინულ სოციალურ ქსელებში რუსეთის ინტერესები წარმოჩენილიყო ანუ გავრცელებულიყო ისეთი დეზინფორმაცია, რომელიც რუსეთის ინტერესების შესაბამისი იქნებოდა. მათ ამოცანებში შედიოდა უკრაინის სამხედრო სარდლობისა და პოლიტიკური ხელისუფლების დისკრედიტაცია, განხეთქილების შეტანა უკრაინის ხელისუფლებაში, არმიის დემორალიზება და ქვეყნის მოსახლეობის დეზორიენტაცია.

აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, ამ ამოცანის შესრულების პროცესი და მიღწეული პროგრესი კრემლში თითქმის ყოველკვირეულად გამართულ თათბირებზე იხილებოდა.

ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პოსტს წარმოადგენდა “ფეისბუქში” შეთხზული ჩანაწერი, რომელმაც ორ მილიონამდე ნახვა მოაგროვა და რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინის არმიის ყოფილი მებრძოლი, ერთ-ერთი ჯარისკაცი სახელმწიფოსაგან არანაირ დახმარებას არ იღებსო. კიდევ ერთი დეზინფორმაცია იყო „ტელეგრამ-არხის“ ფეიკური ვიდეო, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ კიევის ხელისუფლების მთავარი სამხედრო მიზანია, „ბოლო უკრაინელამდე ბრძოლა“ და რომ ხელისუფლება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს არ უფრთხილდება.

კრემლის სტრატეგების პრაქტიკა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოიხატებოდა მასმედიის საიტებისა და სახელმწიფო ორგანოების ვებგვერდების ასლების შექმნასა და მათში ისეთი მასალების განთავსებაში, რომლებიც, ერთი შეხედვით, თითქოსდა სინამდვილეს ასახავდნენ, რეალურად კი დეზინფორმაციას წარმოადგენდნენ. მასალები ვრცელდებოდა ევროპული ახალი ამბების სახით, რომლებშიც თითქოსდა მთავრობის პოზიციები იყო ასახული.

საინტერესოა, რომ დოკუმენტების მიხედვით, ყველაზე დიდი გავლენა კრემლის პოლიტტექნოლოგებს გერმანიაში აქვთ. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, გერმანულ კომპანიებთან, მათ შორის – Doppelgänger-თან თანამშრომლობს ორი რუსული კომპანია – “სოციალური დიზაინის სააგენტო” და “Structura National Technologies”.

ევროპული დაზვერვის მიერ მოპოვებული კრემლის დოკუმენტების მიხედვით, ამ ორივე კომპანიის ხელმძღვანელები არიან ილია ღამბაშიძე და ნიკოლაი ტუპიკინი, რომლებიც უშუალოდ სერგეი კირიენკოსთან და კიდევ ერთ კრემლელ ჩინოვნიკთან – სოფია ზახაროვასთან – ევროპისა და უკრაინის კოორდინატორთან თანამშრომლობენ. სტატიაში ნათქვამია, რომ ილია ღამბაშიძე უკვე სანქცირებულია ევროკავშირის მიერ ცრუ საიტების შექმნის გამო.

ზამთრის დადგომისთანავე უკრაინის სოციალურ ქსელებში გავრცელდა ბევრი დიპფეიკური ანუ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, გამოსახულების და ხმის სინთეზის მეთოდიკით შექმნილი ვიდეორგოლები, რომლებზეც გენერალი ვალერი ზალუჟნი ვოლოდიმირ ზელენსკის „ხალხის მტერს“ უწოდებს და მოსახლეობასა და არმიას გადატრიალებისაკენ მოუწოდებს. მართალია, ვიდეო სწრაფად იქნა გამჟღავნებული და უკრაინაზე არავითარი რეალური გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ როგორც „ვაშინგტონ პოსტთან“ ერთ-ერთი უკრაინელი ანონიმი მაღალჩინოსანი ამბობს, დღეისათვის კრემლი ჯერჯერობით სიტუაციის ტესტირებას აკეთებს სამომავლო დიპფეიკების აქტიური გამოყენებისათვის: „ეს ძალიან ძვირ სიამოვნებას წარმოადგენს, მაგრამ საჭირო დროს და საჭირო სიტუაციაში კრემლს მათი გავლენით სარგებლობა შეუძლია“.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი