მას შემდეგ რაც, ცნობილი გახდა, რომ „პირველი არხის“ ეთერში გადაცემა – „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ აღარ გავიდოდა, გადაცემის ერთგული მაყურებელი მის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა.
მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაცემის ყურება YouTube-ზე იქნებოდა შესაძლებელი. გამოჩნდა ანონსიც, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ირკვევა, რომ კვირას, 7 აპრილს, გადაცემის YouTube არხზე მაყურებელი „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქეში“ ადამიანების მენეჯმენტის ტრენერს, მენეჯმენტ კონსულტანტს, დავით გოგიჩაიშვილს იხილავს.
„დაბრუნებაც ასეთი უნდა“, „ძალიან საინტერესოდ დაიწყო“, „როგორ გელოდით“, – წერენ კომენტარებში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „დაბრუნებაც ასეთი უნდა“ – გადაცემის „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ პირველი სტუმარი ცნობილია: „თითო-თითო subscribe-თი იმაზე ბევრს იზამთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ…“. 4 აპრილი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დაბრუნებაც-ასეთი-უნდა/
