ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიასტროლოგია„დაარჭეთ კარის ჩარჩოზე ნემსი მატყლის ან ბამბის ძაფით...“ - როგორ დავიცვათ თავი...

„დაარჭეთ კარის ჩარჩოზე ნემსი მატყლის ან ბამბის ძაფით…“ – როგორ დავიცვათ თავი და ვიხსნათ ახლობლები ჯადო-გათვალვისგან

არსებობს მრავალი ხალხური ხერხი ბოროტი თვალის, ჯადოსა და ნეგატივისგან დასაცავად. უპირველესად, სახლს იცავს კარი, ამიტომ, შინ რომ ნეგატივმა ვერ შემოაღწიოს: დაკიდეთ კარზე პიტნის კონა ან დაარჭეთ კარის ჩარჩოზე ნემსი მატყლის ან ბამბის ძაფით.

სახლში შურიანი ადამიანები რომ ვერ შემოვიდნენ: კართან ხალიჩის ქვეშ ახალი ან ხმელი აბზინდის კონა დადეთ. თვეში ერთხელ კი კარი სველი ჩვრით გაწმინდეთ, შემდეგი სიტყვების თანხლებით: „წყალო, მაშორე ბოროტებას, განდევნე სიბნელე, სიკეთე და კეთილდღეობა შემოიტანე სახლში და სამუდამოდ აავსე ის ბედნიერებით!”

ასევე, სახლში დაგროვილ ნეგატივს ეკლის საშუალებით განდევნით. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ეკალი იმ ადგილებში იზრდება, სადაც ბოროტი სულები ბუდობენ, რათა სამყარო ბოროტებისგან დაიცვან. ეკალი ყველაზე ძლიერია ყვავილობისას, ამიტომ თუ სახლში ეკლიან ვაზას დადგამთ, სასიცოცხლო ენერგიას გააძლიერებს. ყოველთვის ენერგიული, ძლიერი და ჯანმრთელი რომ იყოთ, ეკალი სულ თან ატარეთ. ბაღში მზარდი ეკალი ქურდებს მოიგერიებს, ხოლო ქოთნით ზღურბლთან – სახლს ბოროტი ძალების შეღწევისგან დაიცავს.

ავი თვალისა და ნეგატივისგან დაგიცავთ ასევე, ხახვიც. სახლში სხვადასხვა ადგილას დაკიდეთ გაფცქვნილი სამი თავი ხახვი – თითოეულ ბოლქვში ნემსით უნდა გაუყაროთ წითელი შალის ძაფი, რომელსაც მარყუჟად შეკრავთ და ცნობისმოყვარე თვალებისგან დაფარულ ადგილას დაკიდებთ. ერთი კვირის შემდეგ ხახვი ჩამოიღეთ, მოაყარეთ მარილი და შეწვათ. ხახვთან ერთად ყველა უბედურებაც დატოვებს სახლს.

– ჯადოსა და გათვალვისგან დამცავი თილისმები და ამულეტებიც ხომ არსებობს?

– ამისთვის დღეს ძალიან გავრცელებულია მარცხენა ხელის მაჯაზე (ყველა ბოროტი სული ადამიანში მარცხენა მხრიდან აღწევს) წითელი შალის ძაფის შებმა. ძველად მიაჩნდათ, რომ წითელი ძაფი არა მხოლოდ იცავს მფლობელს, არამედ ბრაზისა და შურისგანაც ათავისუფლებს. თუმცა წითელი ძაფი რომ თილისმად გამოდგეს, სპეციალური რიტუალის ჩატარებაა საჭირო. ძაფი საუკეთესო მეგობარმა ან საყვარელმა ადამიანმა შვიდი კვანძით უნდა შეკრას, თქვენ კი ამ დროს რაიმე პოზიტიურზე უნდა იფიქროთ… ძველად თავშიშველი არ დადიოდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ თმის საშუალებით შეიძლებოდა ინფორმაციის წაკითხვა და ადამიანისთვის დიდი ზიანის მიყენება. ამიტომ, შინიდან გასვლის წინ თმის სამაგრს უთხარით: „დამიცავი ბოროტებისა და არაკეთილმოსურნეთაგან, დამიფარე ავი თვალისა და ჯადოსგან!“ შემდეგ სამაგრი თმაზე დაიმაგრეთ და თამამად წადით თქვენს საქმეებზე. ბოროტება ვერას დაგაკლებთ. სახლის ძლიერი დაცვაა ასევე, თუ კვირაში ერთხელ, მთვარის ნებისმიერ ფაზაზე, მარილს დაყრით თეფშზე და ცენტრში თეთრ სანთელს დაანთებთ. დატოვეთ ის მთელი ღამით ფანჯრის რაფაზე, თუმცა მანამდე თქვით: „მარილი იცავს სახლს, ცეცხლი მიხსნის ჯადოსგან. ვინც ჩემთან ბოროტი განზრახვით მოვა, ცეცხლში დაიწვება. დაე, იყოს ასე!” ბოლოს კი სანთლის ნამწვავები გადაყარეთ საპირფარეშოში. ტანსაცმლის ქვეშ ჩამაგრებულ ქინძისთავზე, როგორც მაგიურ დამცავზე, არაერთხელ გვქონია საუბარი და გახსოვთ, ალბათ, რომ, მთელი ნეგატივი, რაც კი მის ჩაკეტილ წრეში აღწევს, უკან ვეღარასდროს გამოვა – ის იღებს უარყოფით ენერგიას და წრეში „გადააადგილებს”. ასევე, კარგი დამცავია ბეჭედიც – სამკაულთან ერთად, ძლიერი ამულეტიცაა, რისთვისაც შემდეგნაირი რიტუალი უნდა შეასრულოთ: განაგრძეთ კითხვა

  ეს შემოთავაზება თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის - დასახელდა ზოდიაქოს სამი ნიშანი
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი