შაბათი, მაისი 18, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიასტროლოგიაროგორ დავიცვათ თავი და ვიხსნათ ახლობლები ჯადო-გათვალვისგან

როგორ დავიცვათ თავი და ვიხსნათ ახლობლები ჯადო-გათვალვისგან

იცით, როგორ დაიცვათ თავი შურიანი ადამიანებისგან წამოსული უარყოფითი ენერგიის ზეგავლენისგან, რომელსაც, ძირითადად, ავი თვალისა და ჯადოს სახით „გვიგზავნიან“? – მართალია, ბევრი რამ გსმენიათ ამის შესახებ, მაგრამ ზუსტად რა საშუალებებს, ნივთებსა და რიტუალებს უნდა მიმართოთ, რომ საკუთარ თავს, სახლსა და ახლობლებს საფრთხე აარიდოთ, დღეს ამ რუბრიკიდან შეიტყობთ. თემაზე კი გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი გოგი ჯ.

– შური მრავალი უბედურების მიზეზია და იცით, რას მართებს ადამიანს? – მას წარმატებული მეზობლის, ნაცნობის ან კოლეგის შურს, რის გამოც ბრაზი, სიძულვილი და ბოღმა ერევა, მაგრამ საკმარისია, იმ იღბლიანს „ფეხი დაუცდეს“, რომ სიხარულისგან „მეცხრე ცაზეა“. ამიტომ, შურიანთა უარყოფითი ენერგია – ჯადოსა თუ გათვალვის სახით, უბედურებად რომ არ გვექცეს, მით უმეტეს, დღევანდელობაში, როცა ყოველდღიურად გვიწევს სხვისი პრეტენზიების მოსმენა, ვხდებით უსიამოვნო მოვლენების მოწმე, ვიტანთ უსაფუძვლო შურს, ირონიას, ირიბ მზერას, არაგულწრფელ კომპლიმენტებს, ჭორებსა თუ აშკარა ტყუილებს, ინტუიციურად თუ განზრახ, ვეძებთ ხსნას. იწყება ძიება, როგორ დავიცვათ თავი ამდენი ნეგატივისგან. თანაც, გათვალვა თუ შეიძლება, უნებლიე, დაუფიქრებელ ნათქვამს მოჰყვეს, ჯადო შურიანი ადამიანის მიზანმიმართული ქმედების შედეგია.

– შურს როგორ ავიცილებთ თავიდან?

– რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ: არასდროს გაანდოთ უცხო ადამიანებს თქვენი გეგმების შესახებ; არც სასიხარულო ამბების საქმის კურსში ჩააყენოთ ისერა ნაცნობები – თუ მაინცდამაინც, გრძნობები მოგაწვათ და სასწრაფოდ გინდათ, ვინმეს გაუზიაროთ, ენდეთ მხოლოდ ყველაზე ერთგულ, ვიწრო წრეს; წინასწარ, სანამ ბოლომდე არ დაასრულებთ, ნურაფერს იტყვით თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე; არასდროს იჩხუბოთ და შეხვიდეთ კონფლიქტში უცნობ ადამიანებთან; არავის უამბოთ თქვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მოვლენების შესახებ.

– მაგრამ, მაინც თუ ვერ ავირიდეთ მოშურნე თვალი და ჩვენ წინააღმდეგ შავ მაგიას მიმართეს ჩვენმა მტრებმა, რა უნდა ვქნათ?

– არსებობს მრავალი ხალხური ხერხი ბოროტი თვალის, ჯადოსა და ნეგატივისგან დასაცავად. უპირველესად, სახლს იცავს კარი, ამიტომ, შინ რომ ნეგატივმა ვერ შემოაღწიოს: დაკიდეთ კარზე პიტნის კონა ან დაარჭეთ კარის ჩარჩოზე ნემსი მატყლის ან ბამბის ძაფით. სახლში შურიანი ადამიანები რომ ვერ შემოვიდნენ: კართან ხალიჩის ქვეშ ახალი ან ხმელი აბზინდის კონა დადეთ. თვეში ერთხელ კი კარი სველი ჩვრით გაწმინდეთ, შემდეგი სიტყვების თანხლებით: „წყალო, მაშორე ბოროტებას, განდევნე სიბნელე, სიკეთე და კეთილდღეობა შემოიტანე სახლში და სამუდამოდ აავსე ის ბედნიერებით!” სახლში დაგროვილ ნეგატივს ეკლის საშუალებით განდევნით. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ეკალი იმ ადგილებში იზრდება, სადაც ბოროტი სულები ბუდობენ, რათა სამყარო ბოროტებისგან დაიცვან. ეკალი ყველაზე ძლიერია ყვავილობისას, ამიტომ თუ სახლში ეკლიან ვაზას დადგამთ, სასიცოცხლო ენერგიას გააძლიერებს. ყოველთვის ენერგიული, ძლიერი და ჯანმრთელი რომ იყოთ, ეკალი სულ თან ატარეთ. ბაღში მზარდი ეკალი ქურდებს მოიგერიებს, ხოლო ქოთნით ზღურბლთან – სახლს ბოროტი ძალების შეღწევისგან დაიცავს. ავი თვალისა და ნეგატივისგან დაგიცავთ ასევე, ხახვიც. სახლში სხვადასხვა ადგილას დაკიდეთ გაფცქვნილი სამი თავი ხახვი – თითოეულ ბოლქვში ნემსით უნდა გაუყაროთ წითელი შალის ძაფი, რომელსაც მარყუჟად შეკრავთ და ცნობისმოყვარე თვალებისგან დაფარულ ადგილას დაკიდებთ. ერთი კვირის შემდეგ ხახვი ჩამოიღეთ, მოაყარეთ მარილი და შეწვათ. ხახვთან ერთად ყველა უბედურებაც დატოვებს სახლს.

– ჯადოსა და გათვალვისგან დამცავი თილისმები და ამულეტებიც ხომ არსებობს?

– ამისთვის დღეს ძალიან გავრცელებულია მარცხენა ხელის მაჯაზე (ყველა ბოროტი სული ადამიანში მარცხენა მხრიდან აღწევს) წითელი შალის ძაფის შებმა. ძველად მიაჩნდათ, რომ წითელი ძაფი არა მხოლოდ იცავს მფლობელს, არამედ ბრაზისა და შურისგანაც ათავისუფლებს. თუმცა წითელი ძაფი რომ თილისმად გამოდგეს, სპეციალური რიტუალის ჩატარებაა საჭირო. ძაფი საუკეთესო მეგობარმა ან საყვარელმა ადამიანმა შვიდი კვანძით უნდა შეკრას, თქვენ კი ამ დროს რაიმე პოზიტიურზე უნდა იფიქროთ… ძველად თავშიშველი არ დადიოდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ თმის საშუალებით შეიძლებოდა ინფორმაციის წაკითხვა და ადამიანისთვის დიდი ზიანის მიყენება. ამიტომ, შინიდან გასვლის წინ თმის სამაგრს უთხარით: „დამიცავი ბოროტებისა და არაკეთილმოსურნეთაგან, დამიფარე ავი თვალისა და ჯადოსგან!“ შემდეგ სამაგრი თმაზე დაიმაგრეთ და თამამად წადით თქვენს საქმეებზე. ბოროტება ვერას დაგაკლებთ. სახლის ძლიერი დაცვაა ასევე, თუ კვირაში ერთხელ, მთვარის ნებისმიერ ფაზაზე, მარილს დაყრით თეფშზე და ცენტრში თეთრ სანთელს დაანთებთ. დატოვეთ ის მთელი ღამით ფანჯრის რაფაზე, თუმცა მანამდე თქვით: „მარილი იცავს სახლს, ცეცხლი მიხსნის ჯადოსგან. ვინც ჩემთან ბოროტი განზრახვით მოვა, ცეცხლში დაიწვება. დაე, იყოს ასე!” ბოლოს კი სანთლის ნამწვავები გადაყარეთ საპირფარეშოში. ტანსაცმლის ქვეშ ჩამაგრებულ ქინძისთავზე, როგორც მაგიურ დამცავზე, არაერთხელ გვქონია საუბარი და გახსოვთ, ალბათ, რომ, მთელი ნეგატივი, რაც კი მის ჩაკეტილ წრეში აღწევს, უკან ვეღარასდროს გამოვა – ის იღებს უარყოფით ენერგიას და წრეში „გადააადგილებს”. ასევე, კარგი დამცავია ბეჭედიც – სამკაულთან ერთად, ძლიერი ამულეტიცაა, რისთვისაც შემდეგნაირი რიტუალი უნდა შეასრულოთ: აანთეთ სანთელი და თქვენი საყვარელი ბეჭედი სამჯერ გაატარეთ სანთლის ალში, შემდეგი სიტყვებით: „ვწვავ ბოროტებასა და ნეგატივს, აღვმართავ ფარს: შურიანი ადამიანების, დამნაშავეების, ჯადოსა და ავი თვალისგან დასაცავად!” შემდეგ ჩააქრეთ სანთელი, ბეჭედი კი გაიკეთეთ, თან, შვიდჯერ გაიმეორეთ: „ბეჭედი გავიკეთე, ფარი ავიფარე. დე, იყოს ასე!” თუ თქვენ ირგვლივ ბევრი შურიანი და ჭორიკანა ადამიანია, მათგან პირსახოცი დაგიცავთ. ადექით შუაღამეს, პირსახოცი დაახვიეთ და განასკვეთ, თან ხმამაღლა თქვით: „როგორც ეს პირსახოცი შევკარი მარყუჟად, ისე შეეკრათ ჭორიკანებსაც ენა!” შეკრული პირსახოცი შეინახეთ სამი დღე ისე, რომ არავინ შეეხოს, შემდეგ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე რომ, გათვალვისა და ჯადოსგან თავის დასაცავად მრავალი გზა არსებობს. აირჩიეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ. გისურვებთ წარმატებას! წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ბერძნული კუნძული კიმოლოსი: მსოფლიოში ყველაზე სუფთა წყალი

ბერძნული კუნძული კიმოლოსი: მსოფლიოში ყველაზე სუფთა წყალი

17 May, 2024
საუკეთესო აქტივობები რუმინეთში

საუკეთესო აქტივობები რუმინეთში

16 May, 2024
ითაკა – საბერძნეთის ნაკლებად დატვირთული უმშვენიერესი კუნძული

ითაკა – საბერძნეთის ნაკლებად დატვირთული უმშვენიერესი კუნძული

16 May, 2024
“შენი აზრი” – გიორგი ფხაკაძე  საქართველოში პაციენტთა კმაყოფილების კვლევის პროცესს იწყებს

“შენი აზრი” – გიორგი ფხაკაძე საქართველოში პაციენტთა კმაყოფილების კვლევის პროცესს იწყებს

მაისი 18, 2024
„ღმერთის მიერ  გამოგზავნილი“ – უკვდავების წყალი ჩვენს რეალობაში

„ღმერთის მიერ  გამოგზავნილი“ – უკვდავების წყალი ჩვენს რეალობაში

მაისი 16, 2024
იწვევს თუ არა, კონტრაცეპტივების გამოყენება ღრძილების მოცულობაში გაზრდას?

იწვევს თუ არა, კონტრაცეპტივების გამოყენება ღრძილების მოცულობაში გაზრდას?

მაისი 16, 2024
სიდნეის ოპერის თეატრი – არქიტექტურული ძეგლი, რომელიც “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია

სიდნეის ოპერის თეატრი – არქიტექტურული ძეგლი, რომელიც “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია

მაისი 18, 2024
რა შეცდომები დაასახელეს ექსპერტებმა აბაზანის დიზაინში

რა შეცდომები დაასახელეს ექსპერტებმა აბაზანის დიზაინში

მაისი 18, 2024
5 რჩევა სახლის ეფექტურად ორგანიზებისთვის

5 რჩევა სახლის ეფექტურად ორგანიზებისთვის

მაისი 17, 2024
ტყე – კაცობრიობის აკვანი და მარჩენალი

ტყე – კაცობრიობის აკვანი და მარჩენალი

მაისი 16, 2024
ხეხილის განოყიერებისას საჭიროა: დარ­გვის­წინა, ახალგაზრდა და მსხმოიარე ნარგა­ვე­ბის განოყიერება

ხეხილის განოყიერებისას საჭიროა: დარ­გვის­წინა, ახალგაზრდა და მსხმოიარე ნარგა­ვე­ბის განოყიერება

მაისი 16, 2024
ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები

ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები

მაისი 16, 2024
ვიდეო: „ბაუნტი“ და საღეჭი რეზინა მაჩუქა. მერე მითხრა, ვერ ხვდები, რომ მიყვარხარო?.. ვუპასუხე, „მეც ის, რაც შენ თქვი“ – თამუნა ნიკოლაძის სიყვარულის ისტორია

ვიდეო: „ბაუნტი“ და საღეჭი რეზინა მაჩუქა. მერე მითხრა, ვერ ხვდები, რომ მიყვარხარო?.. ვუპასუხე, „მეც ის, რაც შენ თქვი“ – თამუნა ნიკოლაძის სიყვარულის ისტორია

16 მაისი 2024
ვინ არის გოგონა დროშით, რომელიც რუსთაველის გამზირზე ამაყად მიაბიჯებდა

ვინ არის გოგონა დროშით, რომელიც რუსთაველის გამზირზე ამაყად მიაბიჯებდა

16 მაისი 2024
„ეს კაცი მამაჩემია, პოლკოვნიკი, აგვისტოს ომში დაცემული ქართველი გმირი… მოგმართოთ მათ, ვინც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით მამაჩემის სადღეგრძელოს დალევა და მისი გმირობის ქება წესად იქციეთ: აი, ბრძოლის ველი, აი, თქვენი სამშობლო… მამაჩემის სიკვდილი უაზრო არ ყოფილა!” – ვალერი ელიზბარაშვილი

15 მაისი 2024
გელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს დიდებულ წარსულში და დავით აღმაშენებლის ბრწყინვალე ეპოქაში გამოგზაურებთ

გელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს დიდებულ წარსულში და დავით აღმაშენებლის ბრწყინვალე ეპოქაში გამოგზაურებთ

მაისი 16, 2024
მოწა­მე­თა – მთებითა და სიმწვანეებით გარშემორტყმული, საქართველოს ნამდვილი კულტურული საგანძურია

მოწა­მე­თა – მთებითა და სიმწვანეებით გარშემორტყმული, საქართველოს ნამდვილი კულტურული საგანძურია

მაისი 16, 2024
განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის

განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის

მაისი 15, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე სუფთა აურა აქვთ

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე სუფთა აურა აქვთ

მაისი 17, 2024
რატომ არის სასარგებლო თაფლიანი წყლის დალევა

რატომ არის სასარგებლო თაფლიანი წყლის დალევა

მაისი 18, 2024
მარწყვის ტორტის რეცეპტი – მარტივია, სცადეთ!

მარწყვის ტორტის რეცეპტი – მარტივია, სცადეთ!

მაისი 17, 2024
პიცის მარტივი ცომი – რეცეპტი შენთვის

პიცის მარტივი ცომი – რეცეპტი შენთვის

მაისი 17, 2024
ექსკლუზიური ინტერვიუ ფსიქოლოგ ინგა ბლესსთან, რომელმაც დეკორის შექმნის ჰობი საინტერესო საქმიანობად აქცია ✨️

ექსკლუზიური ინტერვიუ ფსიქოლოგ ინგა ბლესსთან, რომელმაც დეკორის შექმნის ჰობი საინტერესო საქმიანობად აქცია ✨️

მაისი 18, 2024
მონიკა ბელუჩიმ დემნა გვასალიას შექმნილი სამოსი მოირგო

მონიკა ბელუჩიმ დემნა გვასალიას შექმნილი სამოსი მოირგო

მაისი 18, 2024
Netflix-ის ყველაზე ნახვადი შოუს SQUID GAME-ის მეორე სეზონი 2024 წლის ბოლომდე გამოვა

Netflix-ის ყველაზე ნახვადი შოუს SQUID GAME-ის მეორე სეზონი 2024 წლის ბოლომდე გამოვა

მაისი 17, 2024
WIZZ AIR EURO 2024-ისთვის საქართველოდან გერმანიის მიმართულებით სპეციალურ რეისებს ამატებს

WIZZ AIR EURO 2024-ისთვის საქართველოდან გერმანიის მიმართულებით სპეციალურ რეისებს ამატებს

18 მაისი 2024
გინდათ დასვენება კარიბის ზღაპრულ სანაპიროზე ბიუჯეტურად? – მოგზაური ირაკლი ნინუა პუნტა კანადან გიზიარებთ რჩევებს

გინდათ დასვენება კარიბის ზღაპრულ სანაპიროზე ბიუჯეტურად? – მოგზაური ირაკლი ნინუა პუნტა კანადან გიზიარებთ რჩევებს

18 მაისი 2024
აკადემიურ ხარისხზე უმჯობესი 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სადიპლომო კურსი ინდოეთში

აკადემიურ ხარისხზე უმჯობესი 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სადიპლომო კურსი ინდოეთში

17 მაისი 2024
ვერა – თბილისის უძველესი უბანი

ვერა – თბილისის უძველესი უბანი

მაისი 17, 2024
თბილისში 17 მაისის მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა

თბილისში 17 მაისის მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა

მაისი 17, 2024
თბილისის მერიის მიერ შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების გამოყენება 15 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი – გაეცანით დეტალებს

თბილისის მერიის მიერ შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების გამოყენება 15 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი – გაეცანით დეტალებს

მაისი 16, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი