შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოდააკავეს 16 წლის მოზარდი, რომელიც საკუთარი ოჯახის 4 წევრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი -...

დააკავეს 16 წლის მოზარდი, რომელიც საკუთარი ოჯახის 4 წევრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი – შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ნიუ-მექსიკის შტატში, 16 წლის მოზარდი დააკავეს, რომელიც საკუთარი ოჯახის 4 წევრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

შერიფის ოფისის ცნობით, 911-ზე ზარი 16 წლის დიეგო ლეივასგან მიიღეს, რომელმაც დისპეტჩერებს განუცხადა, რომ ოჯახის წევრები მოკლა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, როდესაც სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მოზარდი სახლიდან ხელებაწეული გამოვიდა. ის ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

მათივე განმარტებით, პოლიციელებმა მოზარდი წინააღმდეგობის გარეშე აიყვანეს.

შერიფის ოფისის ინფორმაციით, სახლის დათვალიერების დროს, პოლიციის თანამშრომლებმა ოთხი გვამი აღმოაჩინეს, რომლებიც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ.

მოგვიანებით, პოლიციამ გარდაცვლილების ვინაობა დაადგინა, ისინი ეჭვმიტანილი მოზარდის ოჯახის წევრები არიან: ლეონარდო ლეივა, 42 წლის; ადრიანა ბენკომო, 35 წლის; ადრიან ლეივა, 16 წლის და ალექსანდრე ლეივა, 14 წლის.

  ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანმა გვაცნობა, რომ ისრაელზე თავდასხმას აპირებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი