დაკავებულია სანიტარი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა.
ქალი პოლიციის განყოფილებაში არის გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართა განზრახ მკვლელობის მცდელობა გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის კლინიკა „მედინაში“ სანიტარმა 22 თებერვალს, გამთენიას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა.
„გაკეთდა უნიკალური ოპერაცია, პროგრესი არის, თუმცა ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა, არავის ეგონა თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა. მას მკურნალობენ მოწვეული ექიმებიც, კონსილიუმი იყო მოწვეული, იაშვილის კლინიკიდან ჩამოვიდნენ მედიკოსები.
ახალშობილს დასჭირდება პლასტიკური ჩარევა და სხვა ოპერაციებიც…“,- ამბობს „მთავართან“ სატელეფონო საუბარში უნგიაძე.
არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.


