პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგრიგოლ ყიფშიძე ჩიკაგოს კოლეჯში სრული დაფინანსებით სწავლობს: „თავიდანვე გამჯდარი მქონდა გონებაში, რომ...

გრიგოლ ყიფშიძე ჩიკაგოს კოლეჯში სრული დაფინანსებით სწავლობს: „თავიდანვე გამჯდარი მქონდა გონებაში, რომ მეც იქ უნდა წავსულიყავი და შტატებში მესწავლა…“

მომღერალი გრიგოლ ყიფშიძე, რომელიც მაყურებელმა „იქს ფაქტორიდან“ გაიცნო, შემდეგ კი საბავშვო „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენდა, ჟურნალ „სარკეს“ საკუთარ წარმატებაზე ესაუბრება. ის ჩიკაგოს კოლეჯში სრული დაფინანსებით სწავლობს:

„ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა ვხედავდი, რომ ჩემ გარშემო ყველა ცდილობდა ამერიკაში გამგზავრებას და იქ განათლების მიღებას. თავიდანვე გამჯდარი მქონდა გონებაში, რომ მეც იქ უნდა წავსულიყავი და შტატებში მესწავლა. იქ არის პირობები, რომ საუკეთესო მუსიკალური განათლება მიიღო.

სკოლის დამთავრების შემდეგ ავარჩიე კოლეჯი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი, სადაც მინდოდა სწავლის გაგრძელება. როგორც კი მოვიდა ამის დრო, ჩემი მონაცემები გავაგზავნე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სრული დაფინანსებაც მომივიდა, საერთაშორისო მოსწავლეზე რაც იყო განსაზღვრული, მაშინვე გავემგზავრე…“

  „განსაკუთრებით ვფიქრობთ ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს სამშობლოზე, საქართველოზე. დედა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას, მისი ლოცვით და მეოხებით გაამთლიანოს უფალმა, გააძლიეროს და გადაარჩინოს“ - მეუფე შიო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი