უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა დაჯილდოებით დასრულდა. დახურვის ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების ოფიცერთა კორპუსი და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. „დიდგორი 2025“-ის ხელმძღვანელმა – თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა სწავლება დადებითად შეაფასა და მონაწილეებს სწავლების წარმატებით აღსრულებისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე სწავლებაში მონაწილე უწყებების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეები მედლებით, საპატიო დაფებით, კოინებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ დასრულდა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98-2025-3/
sheniekimi.ge/ambebi
