სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო„გრემი 2026“-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

„გრემი 2026“-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ლოს-ანჯელესში „გრემის“ დაჯილდოების 68-ე ცერემონია გაიმართა.

წლის საუკეთესო სიმღერად ბილი აილიშის Wildflower-ი დასახელდა. Bad Bunny-ს Debí Tirar Más Fotos წლის საუკეთესო ალბომად აღიარეს. წლის ჩანაწერის ტიტული კენდრიკ ლამარისა და SZA -ს Luther-მა მიიღო, საუკეთესო ახალი არტისტი კი ოლივია დინი გახდა.

საუკეთესო როკ-შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვეს Yungblud-მა, ნუნო ბეტენკურტმა, ფრენკ ბელომ, ადამ ვეიკმანმა და II-მ, რომლებმაც ოზი ოსბორნის გამოსამშვიდობებელ კონცერტზე მისი ლეგენდარული სიმღერა Changes შეასრულეს.

საუკეთესო რეპ-ალბომი კენდრიკ ლამარის GNX გახდა.

სიმღერა Golden მულტფილმიდან „კეი პოპ დემონებზე მონადირეები“ მედიაკონტენტისთვის შექმნილი საუკეთესო კომპოზიცია გახდა.

გამარჯვებულთა სრული სიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

  საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მათი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის - ჰელსინკის კომისია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი